ემიგრანტები
ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 26.04.2024, 06:43

    პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეებს ისევ გამოყრიან
     

    გაუსაძლისი ყოფის გამო საქართველოდან უამრავი ადამიანი გადაიხვეწა. სამსახურის საძებნელად წასული ხალხი საზღვარგარეთ მოხვედრას ყველა ხერხით ცდილობს. ევროპის ქვეყნებში ათეულათასობით ქართველი არალეგალია.
    ეს ამბავი ხელისუფლებას შესანიშნავად მოეხსენება, თუმცა ამ თემაზე საუბარი არავის უყვარს. არადა, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების პატივსაცემად კომიტეტიც შექმნეს და სამინისტროც. არც ერთი და არც მეორე დიდად არ იკლავს თავს თანამემამულეების ბედის გასარკვევად. ნუგზარ წიკლაურს ამისთვის სად სცალია. ის ხან პუშკინის ძეგლის აღებას ითხოვს, ხანაც მემორიალების აფეთქებების "გაპრავებით" არის დაკავებული.
    ამასობაში კი ქართველებს ხან ერთი ქვეყნიდან უწყობენ დეპორტაციას, ხან - მეორიდან. ყველაზე ხშირად ჩვენებურების დეპორტი პოლონეთიდან ხორციელდება. პოლონეთში ქართველ არალეგალებთან დაკავშირებით ბოლო ხანებში უამრავი სკანდალი მოხდა.
    ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთიდან არალეგალი საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება.
    პოლონური წყაროების ცნობით, მთავრობის გეგმის მიხედვით, პოლონეთში მყოფი ქართველთა დეპორტაცია თვეში ორჯერ ხორციელდება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენ ქართველს გამოაძევებენ პოლონეთიდან თებერვლის დასაწყისში.
    ამ დროისთვის პოლონეთის დევნილთა ბანაკებში 4 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. მათმა უდიდესმა ნაწილმა პოლონეთში მოხვედრა ბელორუსის გავლით შეძლო და იქ თავშესაფარი მოითხოვა.



    ლეიბორისტები პოლონეთიდან მასობრივ დეპორტაციას აპროტესტებენ
    30.06.10 14:29
    ლეიბორისტები პოლონეთიდან ქართველი მიგრანტების დეპორტს აპროტესტებენ. მშრომელთა პარტიის წევრები პოლონეთის ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართავენ და მოითხოვენ, რომ პოლონეთმა ემიგრანტებს ვიზები მისცეს.
    ქართველების დეპორტაციამ პოლონეთიდან მასობრივი ხასიათი მიიღო. ეს ის პოლონეთია, რომლის გარდაცვლილი პრეზიდენტი კაჩინსკი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი მუდმივად აცხადებდნენ, რომ პოლონეთი საქართველოს მეგობარია. ჩვენი ხელისუფლება კი მათ ნომერ პირველ მეგობრად მიიჩნევს,`- აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მყოფი ოთხი ათასი ქართველიდან საქართველოში უკვე ათასი ადამიანია დეპორტირებული.


    საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის
    საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ "პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის წესებთან და საქართველოს მოქალაქეების პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ყოფნის შესაძლებლობის მოპოვებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ შეცვლილა და პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური შესვლის ერთადერთი საშუალებაა შესაბამისი ორგოანოების მიერ გაცემული ვიზის ქონა." საელჩოს მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ "ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა საქმეები განიხილება შესაბამისი წესდებების მიერ დადგენილ ვადებში. აღნიშნული პირები განთავსდებიან უცხოელთათვის განკუთვნილ ცენტრებში, შენგენის ზონის წევრი სახელმწიფოების საზღვრების შემდგომი გადაკვეთის შესაძლებლობის გარეშე." საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ "ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ უარის შემთხვევაში (დღემდე არ არის მიღებული არავითარი გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის, ან დაცვის სხვა ფორმის მინიჭების შესახებ) გადაწყდება უცხოელის სამშობლოში დეპორტი."

     
    პრცედურა ემიგრაციის, დევნილის, სტატუსის მისაღებათ სხვადასხვა
    ქვეყნებში.

    საფრაგეთი
    გერმანია
    ბელგია
    უნგრეთი
    ფინლანდია
    ლატვია
    ნორვეგია
    ამერიკა
    პოლონეთი
    ჩეხოსლავაკია
    დიდი ბრიტანეთი
    კანადა
    ბიზნეს ემიგეაცია
    დევნილის სტატუსი არასრულწლოვნებისთვის
    ჟენევის კონვენცია დევნილთა სტატუსთან დაკავშირებით
    ვის აძლევენ დევნილის სტატუს ევროპაში
    დევნილის სტატუსი 1951 წ. კონვენცია. 1967 წ. ოქმი
     
           
     
               
    [05.07.2020]
    ნუ ველოდებით მესიას!! დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს შევკრათ ომის ვეტერანთა გაერთიანებული ალიანსი! (0)
    [28.08.2018]
    (მივმართავთ ხელისუფლებას, ყველას ვისაც დახმარება შეუძლია ნუ გავწირავთ ქართველ ვაჯკაც მეომარს) (აგრეთვე ყველას გთხოვთ გავრცელოთ ეს იმფორმაცია (0)
    [18.07.2018]
    ეს არის ვეტერანთა საქმეთ სამსახურის იფორმაცია, სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებით (0)
    [08.11.2017]
    კობა კობალაძე: დღეს ყველა ვეტერანი 22 ლარიან დახმარებას ვერ იღებს, ვფიქრობ, ეს საკითხი გამოსასწორებელია (0)
    [25.03.2017]
    თავდგირიძე: ახალი კონცეფციით, რეზერვისტის ძირითადი ხელფასი წლის განმავლობაში 3 400 ლარი იქნება (0)
    [09.10.2016]
    გიორგი თევზაძე: როდესაც ვეტერანი იწყებს შიმშილობას!.. (1)
    [08.04.2016]
    სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური (0)
    [05.03.2016]
    ვეტერანის დედა - ,,სად მივდიოდი და სად ამოვყავი თავი"... (0)
    [22.02.2016]
    ჩემო ტყვიის ძმებო (1)
    [14.02.2016]
    ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ტერიტურიული ერთეულების ხელმძღვანელთა საკონტაქტო ნომრები (0)
    [14.01.2016]
    საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები ომის ვეტერანები (0)
    [14.01.2016]
    ვეტერანთა კატეგორიები და სტატუსის მინიჭების წესი (0)
    [30.10.2015]
    მოგმართავთ ყველას!!!!! ვისაც საქართველო უყვარს (0)
    [24.09.2015]
    დოკუმენტური ფილმი „ვეტერანი“ (0)
    [23.08.2015]
    ომის ვეტერანების საყურადღებოდ!! ეს არის იმფორმაცია რომელიც ახლახან მოგვაწოდეს.. (0)

    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.