ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  იანვარი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 27.04.2024, 05:24

    მთავარი » 2016 » იანვარი » 14 » საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები ომის ვეტერანები
    16:30
    საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები ომის ვეტერანები

    საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალურისაჭიროებების უზრუნველსაყოფად.

    საყოფაცხოვრებო  სუბსიდიის  მიმღები  ვეტერანები

    საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს ქვემოთ მოყვანილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, შემდეგი ოდენობით:

    • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
    • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - ყოველთვიურად 44 ლარი;
    • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს - ყოველთვიურად 22 ლარი; 
    • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - ყოველთვიურად 22 ლარი;
    • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - ყოველთვიურად 22 ლარი;
    • სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას - ყოველთვიურად 22 ლარი;
    • ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
    • ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
    • ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს - ყოველთვიურად 7 ლარი;

     

     

    საყოფაცხოვრებო   სუბსიდიის   დანიშვნის   უფლება 

               2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ზემოჩამოთვლილ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.

       დანიშვნაზე   უფლებამოსილი   ორგანო           

                   2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნებათ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხული იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.
     

              შესაბამისად, თუ თქვენ ხართ სახელმწიფო პენსიის მიმღები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ ფილიალს, სადაც დანიშნული გაქვთ სახელმწიფო პენსია და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

    • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები, დედნებთან ერთად;
    • შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

      

    დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: 

    ,,სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4

    სოციალური პაკეტი

    • გადასვლები: 6

    მიმღებ პირთა წრე და ოდენობა 

                სოციალური პაკეტი ენიშნებათ:
    • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
    • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი - 494 ლარის ოდენობით;
    • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი - 394 ლარის ოდენობით;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა მშობელს - 294 ლარის ოდენობით;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 223 ლარის ოდენობით;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 194 ლარის ოდენობით;
    • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 194 ლარის ოდენობით;
    • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 172 ლარის ოდენობით;
    • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 172 ლარის ოდენობით;
    •  მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
    •  „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი - 444 ლარის ოდენობით;
    • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი - 344 ლარის ოდენობით;
    •  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა მშობელს - 244 ლარის ოდენობით;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 203 ლარის ოდენობით;
    • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 158 ლარის ოდენობით;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 144 ლარის ოდენობით;
    • მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 122 ლარის ოდენობით;
    • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს-122 ლარის ოდენობით;
    • ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 144 ლარის ოდენობით;
    • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 134 ლარის ოდენობით;
    • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს:
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს-144 ლარის ოდენობით;~
    • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს-122 ლარის ოდენობით;
    • მარჩენალის გარდაცვალების გამო:
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შვილებს 18 წლის ასაკამდე - 144 ლარის ოდენობით;
    • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილებს 18 წლის ასაკამდე - 122 ლარის ოდენობით;
    • სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებს:
    • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი - 344 ლარის ოდენობით;
    • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი - 244 ლარის ოდენობით;
    • მარტოხელა, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შრომისუუნარო მშობელს - 144 ლარის ოდენობით;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 44 ლარის ოდენობით;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს - 44 ლარის ოდენობით;
    • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და მოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 22 ლარის ოდენობით; 
    • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს - 22 ლარის ოდენობით;
    • სამხედრო ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევისას - 22 ლარის ოდენობით;

     

    შეზღუდვები სოციალური პაკეტის მიღებაზე 
    •  
    • ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება;
    •  სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის (გარდა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებთათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტისა) მიღება;
    •  სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.

    საჯარო საქმიანობა წარმოადგენს - საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებებისა და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, შეთანხმებული ფორმატით.

    ამასთან, საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, სოციალური პაკეტის მიღების უფლებას არ ზღუდავს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა.

     

    სოციალური პაკეტის დანიშვნაზე კომპეტენტური ორგანო

    სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად თქვენი რეგისტრაციის ადგილისა.

     

     სოციალური პაკეტის მისაღებად საჭირო საბუთები

    სოციალური პაკეტის მისაღებად განცხადებას თან უნდა დაერთოს:

    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ბავშვის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში - აგრეთვე მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი).
    • ქმედუუნარო პირის შემთხვევაში - მშობლის ან მეურვის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
    • უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში: საინფორმაციო ბარათი, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება და ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.
    • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ.
    • უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა: ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.
    • ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში:

    ა) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა;

    ბ) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    გ) გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში);

    დ) ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში);

    ე) დაბადების მოწმობა (შვილის შემთხვევაში).

    • ომის მონაწილის შემთხვევაში: სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში:

    ა) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან.

     

    სოციალური პაკეტის დანიშვნის ვადა           

                სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტო განიხილავს განცხადებას და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
    სოციალური პაკეტი ინიშნება:

    • განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
    • სოციალური პაკეტის უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

     

    სოციალური პაკეტის გაცემის წესი 

                 სოციალური პაკეტი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. სოციალური პაკეტის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემელის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ბენეფიციარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

     

    სოციალური პაკეტის შეჩერებისა და განახლების საფუძველი
    • სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველია:ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში;
    • როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება;
    • როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევებში სოციალური პაკეტი განახლდება განახლების თაობაზე, განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
    • პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი განახლდება ბენეფიციარის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას, სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;
    • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი განახლდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენისას სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.სოციალური პაკეტის განახლება ხდება, განახლების თაობაზე, განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს, ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან.

     

    სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლები 

    სოციალური პაკეტის შეწყვეტა ხდება:

     

    • პირადი განცხადებით;
    • საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა;
    • სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;
    • უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
    • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
    • ბენეფიციარის გარდაცვალებისას;
    • სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;
    • მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას;
    • სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას;
    • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;
    • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას;
    • სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას.

     

     

    დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

    ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილება

    სახელმწიფო კომპენსაცია

    • გადასვლები: 2

     

                 სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

     

     სახელმწიფო კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო

               

                ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.

     

                სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

                           ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2015 წლიდან შეადგენს 1000 ლარს.

                           ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.

             

    კომპენსაციის დასანიშნად წარსადგენი დოკუმენტაცია

             

                საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინონ:

    • გარდაცვალების მოწმობა;
    • სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
    • საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი,

    ამასთან, დამატებით:

    • მშობლებზე - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა;
    • მეუღლეზე - ქორწინების მოწმობა;
    • შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

     

    დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

     

    ,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონი

     

                „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება

    ნანახია: 1684 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 2.0/1
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.