ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  ოქტომბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 25.04.2024, 05:27

    მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 9 » გიორგი თევზაძე: როდესაც ვეტერანი იწყებს შიმშილობას!..
    00:36
    გიორგი თევზაძე: როდესაც ვეტერანი იწყებს შიმშილობას!..

    „მივმართავ  ხელისუფლებას განახორციელონ ყველა ღონისძიება  მოშიმშილე ვეტერანის დასახმარებლად!“

    უფლებადამცველი და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენმა გიორგი თევზაძემ გაავრცელა განცხადება რომელშიც აღნიშნელია, რომ:

    „საინფორმაციო სააგენტომ geomediatv.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანზე დაყრდნობით იმის შესახებ, რომ სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშილობის აქცია დაიწყო ვეტერანმა 10 შვილის მამამ. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ:„ მე ახლა კანცელარიასთან მივდივარ. ამ წუთებში კანცელარიასთან შიმშილობის აქცია გამოაცხადა 10 შვილის მამამ. ის საშიმშილოდ ოჯახთან ერთად დაჯდა. მიმართა სხვადსხვა სტრუქტურებს, მაგრამ არავინ ყურადრება არ მიაქცია და მეტიც, მოატყუეს, ყველაფერს გავაკეთებთო, მაგრამ სიტყვა არ შეასრულეს. ოჯახს არ აქვს სახლი და უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე იმყოფება. ბავშვები შიმშილობენ სრული ამ სიტყვით! ეს სირცხვილია.!“

    აღნიშნულთან დაკავშირებით, უფლებადამცველი და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე მიმართავს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს და შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პირდაპირი ვალდებულებაა იზრუნოს, ყველაფერი გააკეთოს თითოეული ვეტერანის კანონიერი უფლებებისა და მათი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. როდესაც ვეტერანი იძულებული ხდება მიმართოს ისეთ უკიდურეს პროტესტის ზომას როგორც არის შიმშილობა, ეს უკვე პირდაპირ მიანიშნებს იმაზე რომ ხელისუფლება არ ზრუნავს და არც აინტერესებს ქვეყანაში ვეტერანთა მდომარეობა, სამწუხაროდ როგორც სჩანს ხელისუფლებას ვეტერანები მარტო წელიწადში ერთხელ აგონდება ისიც 9 მაისს. საინტერესოა, ნუთუ არ ფიქრობს და არ ებადება კითხვა, ფაქტობრივად საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას, რა მაგალითს აძლევს მომავალ თაობებს, ასეთი მიდგომით ვეტერანებისადმი როდესაც მათ სახელმწიფო დახმარებისა და ყურადღების გარეშე ტოვებს ქვეყნისათვის თავდადებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას შეისწანლონ მოშიმშილე ვეტერანის და ამასთანავე10 შვილის მამის მოთხოვნები და განახორციელონ ყველა საჭირო და გადაუდებელი ღონისძიება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი მრავალშვილიანი ოჯახის სოციალური მდგომარეობა“ – აღნიშნულია ვეტერანთა ომბუსმენის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ნანახია: 914 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 1
    0  
    1 tevzadze_gia   (20.10.2016 19:40) [მასალა]
    https://www.facebook.com/საქართველოს-ვეტერანთა-ომბუდსმენი-Ombudsman-Veterans-of-Georgia-953800494638112/

    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.