აფხაზები საქართველოში ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში ცხოვრობდნენ,
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია დასავლეთ საქართველოს სამეფოს კოლხეთის
ნაწილს შეადგენდა, რომელიც დასახლებული იყო ქართველი ტომებით (კორაქსი,
კოლსი, კოლხები და სხვ.) ხოლო ქალაქები დიოსკურია (დღევანდელი სოხუმი) და
პიტიუნტი ან პიტიუსი (დღევანდელი ბიჭვინთა) კოლხებით დასახლებულ
ტერიტორიაზე მდებარეობდა. მოგვიანებით, ძვ. წ. I და II საუკუნეებში
აფშილები და აბაზგები, რომლებსაც ზოგიერთი მკვლევარი თანამედროვე აფხაზების
წინაპრებად მიიჩნევს, პირველად მოიხსენიებიან როგორც ზემოაღნიშნული
ტერიტორიის მცხოვრებნი. აფშილები, მართლაც, ერთ-ერთი დასავლეთ ქართველური
ტომია. რაც შეეხება აბაზგებს, არ არსებობს მყარი საფუძველი მივაკუთვნოთ
ისინი თანამედროვე აფხაზების უშუალო წინაპრებს.
ამ ტომებს არ გააჩნდათ არანაირი სახელმწიფოებრივი ტრადიცია, სახელმწიფოში
სადაც ლაპარაკობენ და წერენ საკუთარ ენაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ
არ გააჩნდათ ის აუცილებელი მინიმალური კომპონენტები, რომლებიც
წარმოადგენდნენ ტომების ცალკე ერებად გარდაქმნის სათანადო საფუძვლებს.[ ?]
|