თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საელჩო პოლონეთში ქართველი მიგრანტების ბედით დაინტერესდა.
სხვადასხვა კანონდარღვევის გამო პოლონეთში დაკავებული ქართველები გაუსაძლისი პირობების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. საქართველოს 30-მდე მოქალაქეს შორის რამდენიმე ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ისინი ამჟამად ბელოსტოკთან მდებარე სამხედრო ბაზის სიახლოვეს იმყოფებიან. პოლონეთში საქართველოს საელჩო მზად არის დახმარების აღმოსაჩენად, თუმცა დაკავებულებს მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ. ... კითხვის გაგრძელება »