ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 05.05.2024, 17:00

    მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 23 » პოლონეთში დაკავებული ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ
    14:27
    პოლონეთში დაკავებული ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ

    1-polon-samarTali1თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საელჩო პოლონეთში ქართველი მიგრანტების ბედით დაინტერესდა.

    სხვადასხვა კანონდარღვევის გამო პოლონეთში დაკავებული ქართველები გაუსაძლისი პირობების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. საქართველოს 30-მდე მოქალაქეს შორის რამდენიმე ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

    ისინი ამჟამად ბელოსტოკთან მდებარე სამხედრო ბაზის სიახლოვეს იმყოფებიან. პოლონეთში საქართველოს საელჩო მზად არის დახმარების აღმოსაჩენად, თუმცა დაკავებულებს მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ.

    ერთ-ერთი მიგრანტის თქმით, „დაკავებულებს უხეშად ჩხრეკენ, აშიშვლებენ და ათას საძაგლობას აკეთებენ. ერთხელ ოთახში შემოგვიცვივდნენ და ერთ-ერთ ქართველს ელექტროშოკი დაარტყეს. არავინ გვეხმარება. საქართველოში გამოგზავნა რომ მოვითხოვოთ, ორი თვე მაინც ამ პირობებში მოგვიწევს ყოფნა".

    საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი აცხადებს, რომ „თუ პატიმრებისგან მოთხოვნა იქნება, ჩვენი წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან, მივიდნენ, თუმცა ჯერჯერობით საელჩოსადმი ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა".
    ნანახია: 900 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.