"საქართველოს ლეგიონი" (საქართველოს ომის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი) გიორგი ყარყარაშვილის ხელმძღვანელობით, ინიციატივით, 27 სექტემბერი იქცა ვეტერანთა შეკრების დღეთ,იმ დიდი ტრაგედიის მოსაგონებლად როცა სოხუმი დაეცა,გულანთებული, განიარაღებული ჯარისკაცები შიშველი ხელებით ბოლომდე იცავდნენ აფხაზეთს, სოხუმს. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ავთანდილ ცქიტიშვილმა მან მწუხარებით ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე შემდეგ, სიტყვა გადასცა გიორგი ყარყარაშვილს რომელმაც სინანულით, დიდი ტკივილით მოიგონა ომის მძიმე ეპიზოდები, მან წარმოთქვა სადღეგრძელო, გაიხსენა ომში დაღუპული ყველა მეომარი. ამ დღეს დიდიხნის უნახავმა თანამებრძოლმა, მეგობარმა, ნახა ერთმანეთი მოეფერნენ ერთმანეთს და გაუზიარეს თავიანთი ტკივილი, შესვეს დაღუპული თანამებრძოლეების ხსოვნის, ნათელში ყოფნის სადღეგრძელო. შეკრების სიმბოლოდ იქცა წითელი ყაყაჩო. შეკრებას დაესწრო სხვადასხვა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები.
გიორგი ყარყარაშვილი ერთადერთი მინისტრი იყო რომელიც პირადათ იბრძოდა იარაღით ხელში, ზოგიერთივით არ დამალულა. 17 სექტემბერი დარჩება ვეტერნების შეკრების დღეთ
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.