კარგად გვახსოვს ბოლო 25 წლის საქართველოს ისტორია. მწარე შეცდომები რაც ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტებმა დაუშვეს, პირადი ამბიციების გამო, დაკარგეს ქართული მიწები, დანგრიეს ოჯახები, დაღუპეს უამრავი გულანთაბული საქართველოზე შეყვარებული ვაჟკაცები.
ქალბატონებო და ბატონებო!! ეს მეტი აღარ უნდა განმეორდეს. ყველამ ერთად უნდა დავამთავროთ საქართველოში პოლიტიკურ, მაფიოზური, ბიზნესი...... სამართლიანი არჩევნების გზით უნდა გადავწვიტოთ საქართველოს მომავალი. ვინც ჩვენ არჩევანს გაყალბებს ძალადობით, ფულის გამოყენებით. სასტიკად უნდა დაისაჯოს.
ახალგაზრდებს მოგმართავთ თხოვნით.. ნუ გახდებით იარაღი და მსხვერპლი პოლიტიკურ ჯგუფებ შორის დაპირისპირებაში. არავის არ აქვს უფლება თქვენი ჯამრთელობის, სიცოცხლის ფასად აისრულოს თავისი პოლიტიკური ამბიციები. თქვენ ასაკში ჩვენც ვიყავით. 9 აპრილს რუსთაველზე ვებრძოდით ჯოხებით რუსულ ტანკებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკოსის პირადი აბიციების გამო სამოქალაქო ომებში ჩაგვითრიეს, რუსებთანაც გვაომეს. რაც დღებდე გრძელდება. არცერთმა პოლიტიკოსმა არ მოინანია შეცდომები. ბევრი მოდის სუფთა ხელების ძახილით ხელისუფლებაში, ბულოს მის მიერვე დაღვრილ სისლხში იხრჩვება. ჩვენ გირჩევდით დაიცავით თქვენი პოლიტიკური მიზნები, სიმპატიები დისკუსიებით, მანიფესტაციებით და სამართლიანი არჩევანის გზით. ყოველგვარი შეიარაღებული ძალადობა დამღუპველია საქართველოსთვის.
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 890 |
დაამატა: Multina |
თარიღი: 30.10.2015
|