როგორც მინისტრმა
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ვეტერანთა დეპარტამენტის
გაერთიანებული შტაბისთვის დაქვემდებარება მცდარი გადაწყვეტილება იყო.
სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ვეტერანთა დეპარტამენტისთვის ფუნქციური
დატვირთვის მიცემას. ამ საკითხზე ვეტერანთა საქმეებზე შექმნილი სამთავრობო
კომისია მუშაობს. „ჩვენ შევქმენით სამთავრობო კომისია, რომელიც ჯანდაცვის
სამინისტროში მუშაობს. რამდენიმე დღის წინ მინისტრების დონეზე გვქონდა
შეხვედრა. განიხილება სამი ვარიანტი: პირველი ვეტერანთა დეპარტამენტის
თავდაცვის სამინისტროს უწყებაში დარჩენას გულისხმობს, თუმცა, ის
გაერთიანებული შტაბის ნაცვლად სამოქალაქო ნაწილში გადავა და ერთ-ერთ
მოადგილეს დაექვემდებარება; მეორე - გადავიდეს ჯანდაცვის სამინისტროს
სპეციალურ უწყებრივ დაქვემდებარებაში; მესამე - შეიქმნას დამოუკიდებელი
უწყება, რომელიც მთავრობას და პრემიერს დაექვემდებარება.", - განაცხადა
ირაკლი ალასანიამ. ... კითხვის გაგრძელება »