23.05.2012 საქართველოსა და მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის წარმომადგენლები
19.05.2012 , სასტუმრო "რედისონში" შეხვედრა გამართაეს. მსოფლიო
ვეტერანთა
ფედერაციის წარმომადგენლები
შეხვდნენ საქართველოს
ვეტერანთა
ფედერაციის
პრეზიდენტს,
ვეტერანთა
ომბუდსმენს
და საქართველოს
ვეტერანთა
ფედერაციის
მართველ
ჯგუფს. მოლაპარაკების თემას საქართველოს ვეტერანთა ფედერაციის მსოფლიო ფედერაციასთან მიერთების საკითხი წარმოადგენს. საკითხის დადებითად გადაწყვეტა ნოემბერში, იორდანიაში მსოფლიოს
ვეტერანთა
ფედერაციის გენერალურ ანსამბლეაზე იგეგმება.
განსახილველ საკითხთა შორის, ასევე
იყო საქართველოს
ვეტერანთა
ფედერაციის
ინიციატივები, მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის ფორმატში სამხრეთ კავკასიის ბიუროს შექმნის შესახებ და
ვეტერანთა
ომბუდსმენის
საერთაშორისო
ინსტიტუტის
ჩამოყალიბება,
საქართველოში ვეტერანთა საკანონმდებლო ბაზისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება. მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის წარმომადგენლებთან საქართველოს ვეტერანთა ფედერაციის წევრთა შეხვედრა რიგით მესამეა. პირველი ორი საფრანგეთსა და ნორვეგიაში გაიმართა. საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია 32 არასამთავრობო ვეტერანთა და სხვა ორგანიზაციას აერთიანებს.