ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 05.05.2024, 06:30

    მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » ირაკლი ალასანია - ქვეყანა ფასდება იმით, როგორ უვლის ომში დაღუპული გმირების ოჯახებს
    16:37
    ირაკლი ალასანია - ქვეყანა ფასდება იმით, როგორ უვლის ომში დაღუპული გმირების ოჯახებს
    11 января 2013 г. в 15:06 ·

    საქართველოს მთავრობა ვეტერანთა უფლებებს საკანონმდებლო დონეზე დაიცავს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც ვეტერანების სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა, მუშაობას ხვალიდან დაიწყებს და მთავრობისთვის სპეციალურ წინადადებებს მოამზადებს. ირაკლი ალასანიას განმარტებით, მომზადდება  საკანონმდებლო ბაზა, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ვეტერანთა დაცვა და როგორ უნდა მოწესრიგდეს სტრუქტურულად კანონმდებლობა, რომელიც ვეტერანთა უფლებებს გარანტირებულად დაიცავს. სამთავრობო კომისიას ჯანდაცვის და სოციალური დახმარების საკითხთა მინისტრი დავით სერგენკო უხელმძღვანელებს."კომისიაში მოადგილეების დონეზე შევა ყველა დაინტერესებული უწყების წარმომადგენელი და უახლოეს პერიოდში გახდება ნათელი, რამდენად ქმედით ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა ვეტერანების, ომში დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მოსავლელად, მათთვის იმ გარანტიების მისაცემად, რაც აუცილებელია ღირსეულ, თავმოყვარე ქვეყანას ჰქონდეს. ქვეყანა ფასდება იმით, როგორ უვლის ომში დაღუპული გმირების ოჯახებს", - აღნიშნა ალასანიამ. მისივე განმარტებით, ვეტერანებზე ზრუნვა წელს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მათი დახმარების პროგრამა კი გულისხმობს როგორც ფინანსურ შემწეობას, ასევე პენსიების ოდენობის განსაზღვრას და ამ მიმართულებით სპეციალური საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებ


    ნანახია: 848 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 4
    0  
    3 inga   (11.02.2013 19:32) [მასალა]
    იქნებ დააზუსტოთ აფხაზეთის ომის მონაწილე მეორე ჯგუფის ინვალიდებზე როგორი საპენსიო და სადაზღვევო პაკეტი იქნება და როდიდან შევა ძალაში

    0  
    2 Alex   (15.01.2013 14:19) [მასალა]
    mogesalmebit,

    jer garkveuli araris zustad daxmarebis ra paketi chemuchavdeba. zusti imformaciistvis miakitxet (veteranta saqmeebis departaments)

    0  
    1 თამილა ზამბახიძე   (14.01.2013 16:04) [მასალა]
    მოგესალმებით, მოხარული ვარ რომ ვეტერანების ოჯახებსაც მიხედავთ, მაინტერესებს, ჩემი მეუღლე იყო ომის მონაწილე, დაიღუპა 2002 წელს, მყავს ორი შვილი, უფროსი შვილი არის სტუდენტი, გთხოვთ განმიმარტოთ თუ შეიძლება რაიმე შეღავათებში რომ მოხვდეს რადგან ძალიან მიჭირს სწავლის საფასურის გადახდა, იქნებ დამეხმაროთ.წინასწარ გიხდით მადლობას.

    0  
    4 Multina   (11.03.2013 16:43) [მასალა]
    ზუსტი იფორმაციისთვის მიაკითხეთ ორთაჭალაში ყოფილი გვარდიის შენობაში ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს.

    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.