ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 02.05.2024, 15:36

    მთავარი » 2013 » ნოემბერი » 19 » ვიზის გაცემის გართულება ქართველ ემიგრანტებზეც აისახება
    12:29
    ვიზის გაცემის გართულება ქართველ ემიგრანტებზეც აისახება
    სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განსაკუთრებული ყურადღებისა და მსჯელობის საგანიაერთერთი პოსტი, რომლის ავტორი საქართველოს ახალი ხელისუფლების ინიციატივას, კერძოდ, ვიზების გაცემის გამკაცრებას დეტალურად განიხილავს და საქმის კურსში აყენებს ემიგრანტებს, რა ელოდებათ ამ ცვლილების დამტკიცების შემდეგ:
    "
    საქართველოს ვიზის გაცემა მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების მიერ მოხდება და მხოლოდ ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე. ვიზის გაცემის განსაკუთრებული შემთხვევები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება".
    ვისაც ამ აბზაცის აზრი არ ესმის, განვუმარტავ, რომ ის ქართველები, რომლებსაც უცხოეთის მოქალაქეობა აქვთ, ვეღარ მიიღებენ ვიზებს გამარტივებული წესით საქართველოს საზღვარზე.
    ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გამომგზავრებამდე მოგიწევთ საკონსულოებში სირბილი ვიზის მისაღებად და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, როგორ საათივით მუშაობენ ქართული საკონსულოები... მოკლედ, საქართველოში შემოსვლა გართულდება იმდენად, რომ საზღვარგარეთელი ქართველობა მაქსიმალურად აარიდებს თავს სამშობლოში თუნდაც ხანმოკლე ვიზიტით ჩამოსვლას. კიდევ უფრო მეტი: "იცვლება ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებიც. კერძოდ, გაუქმებულია მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო "
    ეს იცით, რას ნიშნავს?
    საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც უცხოური მოქალაქეობა მიიღეს, მაგრამ სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტიათ, ვეღარ მოახერხებენ საკუთარ სამშობლოში თუნდაც სიბერეში ჩამოსვლას და ცხოვრებას. არადა, ბევრი იმედოვნებს ამის გაკეთებას უცხოური პასპორტის და პენსიის შენარჩუნებით. შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ამ გეგმას.
    და ბოლოს: ეს არის საბოლოო წერტილი იმ ბოღმიან-ზიზღიანი დამოკიდებულებისა საქართველოდან წასული ემიგრანტების მიმართ, რომელთა მხრებზე და ფინანსებზე გადაიარა ქვეყნის ფიზიკური არსებობის შენარჩუნებამ უმძიმეს წლებში. ასე ამტკიცებს სა-ოცნებო მთავრობა საკუთარ პრო-ქართულ ორიენტაციას და სამუდამოდ ამოუკვეთავს სამშობლოდან ფეხს უამრავ ქართველს!!! ქალბატონებო და ბატონებო!!! ვისაც ეს გეხებათ და არ გეხებათ! დროზე ამოიღეთ ხმა ამ საშინელი კანონის წინააღმდეგ, თორემ შედეგები სავალალო იქნება ჩვენი საცოდავი ქვეყნისათვის!!!", - ნათქვამია სტატუსში, რომელსაც უამრავი ინტერნეტმომხმარებელი გამოეხმაურა.
    შეგახსენებთ, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება და ამ მხრივ მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ დღეს გაახმიანა.

    ნანახია: 741 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.