ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 30.04.2024, 05:15

    მთავარი » 2013 » მაისი » 14 » "უპრეცედენტოდ აღმაშფოთებელ გარღვევასთან და შეცდომასთან გვაქვს საქმე"
    14:21
    "უპრეცედენტოდ აღმაშფოთებელ გარღვევასთან და შეცდომასთან გვაქვს საქმე"
    + -
    სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე იმ ჩინოვნიკების პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს, რომლებიც ავღანეთში ქართული კონტიგენტის მიერ ISAF-ის მისიის განხორციელებაზე არიან პასუხისმგებლი.

    ამის შესახებ თავდგირიძემ "პრაიმტაიმის" პრეს-კლუბში ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამი ქართველი სამხედროს გარდაცვალების და რამდენიმე ათეული ჯარისკაცის დაჭრის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

    თავდგირიძე მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ამ და ISAF-ის მისიის ფარგლებში ქართულ კონტიგენტში მომხდარ სხვა ფაქტებს გამოიძიებს. ასევე უნდა დადგეს იმ ჩინოვნიკების, როგორც პოლიტიკური, ისე იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ამ მისიის შესრულებაზე არიან პასუხისმგებელნი.
     

    "ეს არის ბაზა, რომლის დაცვის სისტემა უკვე რამდენიმე წელია, ყალიბდება და ამაში მონაწილეობს არამხოლოდ ქართული მხარე, არამედ ISAF-ის სარდლობა. დაგეგმილი იყო თითოეული ასეთი პუნქტის მრავლშრიანი დაცვის სიტემის აგება. ასე, რომ ხარვეზი ამ ბაზას უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით არ უნდა ჰქონოდა, ისევე როგორც, სადაზვერვო და საინფორმაციო უზრუნველყოფას და ინსტრუქციებს თუ როგორ უნდა განხორციელდეს დაცვა. შესაბამისად, საუბარია ან დანაშაულებრივ დაუდევრობაზე ან არაკომპეტენტურობაზე", - განაცხადა თავდგირიძემ და დასძინა, რომ უპრეცედენტოდ აღმაშფოთებელ გარღვევასთან და შეცდომასთან გვაქვს საქმე. 

    ექსპერტი მიიჩნევს, რომ უნდა გაირკვეს ეს იყო ხარვეზი სარდლობის მხრიდან თუ მხოლოდ ტაქტიკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი.

    ექსპერტის განცხადებით, ბაზაზე 5 კაცის შეჭრას პანიკა არ უნდა გამოეწვია.

    ნათია რთველიაშვილი
    ნანახია: 953 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.