ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 03.05.2024, 22:27

    მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » ომის ვეტერანთა გაერთიანებული სოციალურ, გუმანიტარულ-კონსოლიდირებული მოძრაობა
    20:17
    ომის ვეტერანთა გაერთიანებული სოციალურ, გუმანიტარულ-კონსოლიდირებული მოძრაობა
     
     



     
     
      26.02.2011წ. მისამართზე: საქართველო. ქ.თბილისი, 0105, ლესელიძის ქ. №4-ში. გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებულ საბჭოში სამუშაო კომიტეტების ფორმირებასთან დაკავშირებით. ომის ვეტერანთა მოქმედი ორგანიზაციების უმრავლესობა ჩართულია, აქტიურად სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაში. ორგანიზაციის კომიტეტების თავჯდომარეების და წევრების არჩევა მიმდინარეობს, კომიტეტების პროფილის საქმის მცოდნე პროფესიონალების არჩევნებით, ხმათა უმრავლესობით სრულიად გამჭირვალედ.
      ”ომის ვეტერანთა, სოციალური უფლებების დაცვის, მულტინაციონალური ასოციაცია" აქტიურად არის ჩართული ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული საბჭოს მუშაობაში. ორგანიზაციის თავჯდომარე გივი კოპალიანი არჩეული იქნა სარევიზიო კომიტეტის წევრად.
    ომის ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებულ საბჭოში შემავალმა ყველა ორგანიზაციებმა უნდა გავიაზროთ, რომ დღეს დღეობით საქართველოში ეყრება საფუძველი ომის ვეტერანთა საერთო სოციალურ, გუმანიტარულ-კონსოლიდირებულ მოძრაობას. ყველა ჩვენთაგანმა უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა დიდი პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს რომ ომის ვეტერანთა გაერთიანებული საბჭო იქცეს გამჭირვალე, სამაგალითო, გუმანიტარულ- სოციალურ ორგანიზაციად. ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან მაქსიმალურად შევეცდებით გავაკონტროლოთ და გამჭირვალე გავხადოთ საბჭოს საქმიანობა საზოგადოებისთვის, რაც იქნება კიდევ ერთერთი გარანტი, ორგანიზაციის წარმატების იმ რთული მიზნების განსახორციელებლად, რაც ყველა ომის ვეტერანს აწუხებს.
    ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რა ძნელ სოციალურ პირობებში გვიწევს არსებობა. ყოველდღიურად ვშრომობთ ლუკმა პურის საშოვნელად და რა ძნელია ვინც მუშაობს სამსახურის გაცდენა, რომ იყოს აქტიურად ჩართული საბჭოს საქმიანობაში, მაგრამ მაინც შევძელით ორგანიზაციის საფუძველის ჩაყრა.
      ასოციაცია "მულტინას" სახელით, საბჭოში შემავალ ყველა ორგანიზაციებს ვუხდით მადლობას საერთო საქმის ირგვლივ კონსოლიდირებისათვის, განსაკუტრებით ავღნიშნავთ ომის, შეიარაღებული ძალების და კონფლიქტების ვეტერანთა კავშირის - "ვეტერანები მშვიდობისთვის" ხელმძღვანელობას, რომლებმაც გაწიეს დიდი მუშაობა ომის ვეტერანთა ორგანიზაციების მობილიზირებაში.
      ჩვენ ვთავაზობთ ყველა ორგანიოზაციებს თანამშრომლობას გამოიყენეთ ჩვენი საიმფორმაციო ვებგვერდი სტატიების და იმფორმაციის გასავრცელებლად. ჩვენ სისტემატიურად მოგაწვდით იმფორმაციას "ომის ვეტერანთა გაერთიანებული საბჭოს" მუშაობასთან დაკავშირებით.

    საიმფორმაციო სამსახური

     
     

     

     
    ნანახია: 958 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.