ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 30.04.2024, 08:58

    მთავარი » 2014 » ნოემბერი » 26 » ქართველი ემიგრანტები მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვენ
    13:51
    ქართველი ემიგრანტები მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვენ
    მოთხოვნას, რომელიც ემიგრანტებმა შეიმუშავეს, 226 ადამიანი აწერს ხელს.

    ემიგრანტები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ შეიცვალოს მუხლი, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას ავტომატურად უქმდება საქართველოს მოქალაქეობა.

    საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები აღნიშნული ინიციატივით მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ მოხდეს საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება.

    წერილს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.


    "აღიარებული ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის 1/4 მუდმივ საფუძველზე იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათგან უმეტეს ნაწილს უკვე დაკარგული აქვს საქართველოს მოქალაქეობა ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების პროცესში იმყოფება. ქართული ემიგრაციის გარკვეული ნაწილი პოლიტიკური მოტივაციით სხვადასხვა დროს იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო, უდიდესი ნაწილი კი ეკონომიკური პირობების გამო არის გასული ქვეყნის გარეთ, თუმცა ემიგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი თავის საქმიანობით კვლავ საქართველოს უკავშირდება. გარდა იმ მასშტაბური ეკონომიკური დახმარებისა, რასაც ქართული დიასპორა ყოველწლიურად აწვდის საქართველოს, და რომლის არხსენება არ შეიძლება, ნებისმიერი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე სისხლხორცეულად არის დაინტერესებული შეინარჩუნოს სამშობლოსთან ემოციური და მოქალაქეობრივი კავშირები. ჩვენი აზრით ლოგიკურია და აუცილებელიც, რომ ამ კავშირების შენარჩუნებაში ასევე იყოს დაინტერესებული საქართველოს ხელისუფლებაც.
    სამწუხაროდ, დღემდე საქართველოს ხელისუფლებების მიერ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ყოფილი მოქალაქეების განსაკუთრებული მდგომარეობა არ იქნა გათვალისწინებული და შესაბამისად, მათთვის განსაკუთრებული სამართლებრივი ნორმები არ იქნა შემუშავებული, რათა მათი "ჩართულობა" ქვეყნის ცხოვრებაში და განვითარებაში გარანტირებული იყოს და შენარჩუნებული მათი მომავალი დაბრუნების შანსები.
    ამ კუთხით, არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის ლეგიტიმურ და უმთავრეს მოთხოვნებს ორმაგი მოქალაქეობის პრინციპის სრულ და სამართლებრივ ამოქმედებაზე საქართველოში დაბადებულთათვის განსაკუთრებული უფლებებით მოქალაქეობის შენარჩუნებით მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, არამედ რეალურად აყენებს საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს და უცხოელებს, ვისაც მანამდე არანაირი შეხება ჰქონიათ საქართველოსთან, თანაბარ მდგომარეობაში მოქალაქეობის მინიჭების წინაშე. ჩვენ მოვითხოვთ ამ მუხლის გაუქმებას, რაც აისახება იმაში, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დროს, საქართველოს მოქალაქე აღარ დაკარგავს კუთვნილ პირველად მოქალაქეობას, თუ თავად არ განაცხადებს ამის სურვილს, აღარ გახდება იძულებული პასპორტი ჩააბაროს და გაურკვეველ კრიტერიუმებზე დამოკიდებული დაელოდოს საქართველოს მოქალაქეობის მისთვის ხელახლა მინიჭებას. ამდენად მეორე მოქალაქეობის მიღება, აღარ გახდება საფუძველი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა და ქვეყნის მოსახლეობის ამ ფორმით შემცირებისა. მოქალაქეს შეუნარჩუნდება ყველა მისი მოქალაქეობრივი, პოლიტიკური და იურიდიული უფლებები, ყოველივე ზედმეტი პროცედურის ჩატარების გარეშე.
    ამ ფორმით შენარჩუნებული საქართველოს მოქალაქეობა, ცხადია ასევე უნდა შეიცავდეს სრულ პოლიტიკურ, იურიდიულ და ეკონომიკურ უფლებებს, მათ შორის პასიური და აქტიურ საარჩევნო უფლებასაც (ყველანაირი განსაკუთრებული ცენზის გარეშე რომელიც საქართველოში მყოფ მოქალქეებზე არ ვრცელდება და ამდენად მოიცავს დისკრიმინაციის ელემენტებს).
    და ბოლოს: სანამ ამოქმედდება ზემოდ ხსენებული ორმაგი მოქალაქეობის ლიბერალური კანონმდებლობა საქართველოდან გასული მოქალაქე უნდა სარგებლობდეს განსაკუთრებული სტატუსით და რიგითი უცხოელის მსგავსად არ დაექვემდებაროს 6 წლიანი მუდმივი ცხოვრების ცენზს.
    გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს მთელ რიგ შეღავათებს, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია შემოვიდეს საქართველოში ვიზის გარეშე, მსგავსი დებულებები არ არის გათვალისწინებული საქართველოს ყოფილ მოქალაქეებზე, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ვერ ისარგებლებენ მუდმივი ბინადრობის უფლებით, რადგან ლოგიკური მიზეზების გამო ვერ დააკმაყოფილებენ სავალდებულო 6 წლიან ცენზს.
    ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ერთი ხელის მოსმით "გაუცხოება", ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ საქართველოსთან ემოციური და მორალურ-მოქალაქეობრივი შეხება წარსულში, სამართლებრივი გათანაბრება არანაირად არ წაადგება ჩვენს საერთო ქვეყანას, უფრო პირიქით - თანდათან შეასუსტებს კავშირს და შესაძლებლობას ემიგრაციის ჯანსაღი პოტენციალის საქართველოს სახელმწიფოსთვის სასიკეთოდ გამოყენებაში, რასაც ასე საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური ნება და ქართული ემიგრაციის ხმა შესმენილი იქნება. შესაბამისად ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული კანონის დახვეწის შემდგომ პროცესში", - ნათქვამია წერილში.

    ემიგრანტების მიერ მომზადებულ წერილს ხელს აწერენ დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, გერმანიაში, კანადაში, ბელგიაში, იტალიაში, მაროკოში, საბერძნეთში, პოლონეთში, რუსეთში, უკრაინაში, ნიდერლანდებში, არგენტინაში, ავსტრიაში, ეგვიპტეში, თურქეთში, შვეიცარიაში, შვედეთში, ესტონეთსა და პაპუა ახალ გვინეაში მცხოვრები ქართველები.

     

    ნანახია: 804 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.