ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 30.04.2024, 05:31

    მთავარი » 2014 » თებერვალი » 19 » იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობების გაცემა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის.
    17:40
    იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობების გაცემა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის.

    იუსტიციის მინისტრის ინიციატივით,უფასო პირადობის მოწმობების გაცემა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის მიმდინარეობს. აქცია 15 თებერვალს დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროისთვის აქციით 1056–მა ვეტერანმა ისარგებლა.

    ყველა ვეტერანს, გარდაცვლილი ვეტერანების  მეუღლეებსა და შრომისუუნარო, ოჯახის სრულწლოვან წევრებს, რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობა  ჯერ არ აუღიათ, აქცია საშუალებას აძლევს, დოკუმენტი  სრულიად უფასოდ მიიღონ. აქციის ფარგლებში ყველა მათგანი თავისუფლდება როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების ღირებულებისგან.

    დღეისათვის საქართველოში ომისა და სამხედრო ძალების 72 000-მდე ვეტერანია რეგისტრირებული.

    აქციაში მონაწილეობის მსურველებმა თბილისში შემდეგ დროებით სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ:

    დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო)

    ვაჟა-ფშველას №1, (ეროვნული არქივი)

    აღმაშენებლის გამზირი 89/24 საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მარჯანიშვილის მეტროსთან)

    მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს. დროებითი ფილიალები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მოემსახურებიან.

    შეგახსენებთ, მიმდინარე წლის განმავლობაში, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობები უკვე გადაეცათ სრულწლოვან დევნილებს, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებსა და პედაგოგებს.

     

    პატივისცემით,

    ეკა მამალაძე

    მარკეტინგული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის

    სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

     

    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
    ნანახია: 905 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.