2013-07-18 00:01:01 ვეტერანები 15 ივლისიდან სრული დაზღვევით
ისარგებლებენ. პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის
მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას.
ასევე დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15
ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა
(წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%-ით). შეიარაღებული ძალების
გაერთიანებული შტაბის, ვეტერანთა დეპარატმენტის უფროსი გელა დოლიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არსებული სადაზღვევო პაკეტის პირობებში ვეტერანები შეძლებენ სრულყოფი მკურნალობას.
გელადოლიძე:
ეს არის ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი. ეს გახლავთ ჯანდაცვის მინისტრის,
ბატონი დავით სერგიენკოს დამსახურება და დიდი ღვაწლი. დაზღვევა ძალაში
შევიდა 15 ივლისიდან. დაზღვევის სისტემა ისეთივეა, როგორც საყოველთაო
დაზღვევა, ანუ ხორციელდება უბნის ექიმის მეშვეობით. ბენეფიციარი
პოლიკლინიკაში უნდა მივიდეს თავისი ექიმთან, იქიდან უნდა აიღოს მიმართვა და
ამ მიმართვის საფუძველზე ნებისმიერ კლინიკაში შეუძლია ის მომსახურება, რაც
სჭირდება. ამ დაზღვევით ვეტერანს შეუძლია გაიკეთოს გულის ოპერაციაც,
რომელიც საკმაოდ ძვირია.
ანუ,ვეტერანები აწი მაინც შეძლებენსრულყოფილმკურნალობას, ვინაიდან, აქამდე,მათსაერთოდარჰქონდათდაზღვევა...
-
1997 წელს, როდესაც ვეტერანთა დეპარტამენტი შეიქმნა, მაშინ ვეტერანებს
უფასოდ ეკუთვნოდათ მკუნალობა, თუმცა ის და ეს მკურნალობა ერთმანეთთან ვერ
მივა. საერთოდ, მეორე სატკივარია ვეტერანთათვის ჰოსპიტალი, რომელიც
სავალალო მდგომარეობაშია. არადა მისი რეაბილიტაცია აუცილებლობას
წარმოადგენს. ჩვენ ყველაფერში ვბაძავთ ამერიკელებს, იმაშიც კი, რაშიც
მისაბაძი არაა, მაგრამ იმ საკითხებში, რაშიც მართლა მისაბაძნი არიან, არ
ვბაძავთ - საუბარია ვეტერანთა ჰოსპიტალზე. ესეც მინდა აღვნიშნო, რომ
თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელიც ფიქრობს იმაზე, როგორ
უნდა მოხდეს ვეტერანთა ჰოსპიტალიზაცია.
-
ფრანგული მოდელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ფრანგული და
ამერიკული მოდელი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სრულად იმ მოდელის
განხორციელება აქ პრინციპულად შეუძლებელია, მაგრამ საბაზისო პირველი
ნაბიჯები რაც უნდა გადავდგათ, ამერიკაში, საფრანგეთშიც და ინგლისშიც ერთი
და იგივეა.
როდიდანამოქმედდება ვეტერანთა ჰოსპიტალი ?
- ალბათ, მომავალი წლიდან.
ამისთვისთანხებიგამოყოფილია?
-
ჯერ მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირება არ დაწყებულა, ამიტომ ჩვენ დიდი
იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ეს იქნება გათვალისწინებული.
წლევანდელ ბიუჯეტში რამის გამოყოფა პრინციპულად შეუძლებელია. საარჩევნო
კამპანია გახსნილად არის გამოცხადებული, არჩევნების მსვლელობისას
საქართველოს კანონმდებლობით არ შეიძლება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა.
ვეტერანთა ჰოსპიტალსა და სამხედრო ჰოსპიტალს შორის სხვაობა არის
ამერიკაშიც. მაგალითად სამხედრო ჰოსპიტალში ხდება ვეტერანთა მკურნალობა,
მაგრამ ვეტერანთა ჰოსპიტალი ორიენტირებულია გრძელვადიან მკურნალობაზე.
სამხედრო ჰოსპიტალი მომართულია იმისაკენ, რომ ჯარისკაცს მოკლევადიანი
მკურნალობა ჩაუტარდეს და გაიწეროს. ეს არის თავდაცვის მინისტრის
ინიციატივა, რომელიც ძალიან ეხმარება ვეტერანებს.
კონკრეტულადრაშიეხმარება?
-
დავიწყოთ იქიდან, რომ საკითხი ვეტერანთა ჰოსპიტალის შესახებ თავდაცვის
მინისტრმა დასვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება
მიღებული არაა, ეს უკვე დიდი საქმეა. არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამაზე
მუშაობს. მეორე - ვეტერანთა დეპარტამენტში არის დასაქმების პროგრმა და
დასაქმება, ძირითადად, ხდება თავდაცვის სამინისტროში.
-
რა თქმა უნდა, აქ ლაპრაკი არაა მაღალ თანამდებობაზე, სხვადასხვა
კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სამსახურებში ხდება ვეტერანთა დანიშვნები.
ბოლო 2 თვის განმავლობაში რამდენიმე ათეული ვეტერანი დასაქმდა. რაც
მთავარია, ვეტერანთა დასაქმებისა და ჯანდაცვის პროგრამა მიმართულია
იმისკენ, რომ ვეტერანებს დავუბრუნოთ ღირსება, ის ღირსება, რომელიც წინა
ხელისუფლებამ წაართვა და შელახა. მაგრამ, როგორც ყველა კეთილი საქმე, ისე
ეს საქმეც სწრაფად არ კეთდება, ასევე, არის პრობლემებიც და ამ პრობლემებს
ვერ გავექცევით. ვეტერანებთანშეხვერდაზეირაკლიალასანიამისაუბრაშეღავათებისაღდგენაზე...
-
ვეტერანების დასაქმება, ჯანდაცვის პროგრამის ასეთი ფორმით ამუშავება, ეს
არაა შეღავათები? ამასთან, იმ ვეტერანებისთვის, რომლებიც მართლა უსახლკაროა
(ასეთი ორი კატეგორიაა - ვინც გაფორმდა როგორც უსახლკარო - შვილზე ან
ძმაზე გააფორმა ბინა და ახლა ამბობს, რომ ბინა მინდა, უსახლკარო ვარო და
ვინც მართლა უსახლკაროა), თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ვეტერანთა
დეპარტამენტში მუშავდება გარკვეული პროექტი. ამ საკითხზე დეტალურად ვერ
ვისაუბრებ, ვინაიდან ეს პროექტი დამუშავების სტადიაშია.
უსახლკაროვეტერანებიბევრია?
-
შრომისუნარიანი არის დაახლოებით 40 ათასი ადამიანი. მათ შორის მხოლოდ 13
ათასი არის დასაქმებული. დაახლოებით 13 ათასი ვეტერანი არის უკიდურესად
სიღარიბის ზღვარს მიღმა. გარდა ამისა, 25 ათასმა ვეტერანმა განაცხადი
შეიტანა უმწეობაზე. თავდაცვის სამინისტრო ზრუნავს ვეტერანებზე, მაგრამ ეს
არის მეორადი ზრუნვა, ვინაიდან თავდაცვის ძირითადი ამოცანებია ქვეყნის
უსაფრთხოება. პირველადი ამოცანა თავდაცვის სამინისტროსი არაა ვეტერანები და
არც შეიძლება იყოს. ამისთვის სწორედ უნდა იყოს ცალკე სტრუქტურა ვეტერანთა
სამსახური, რომელიც იზრუნებს ამ პრობლემებზე, რომელსაც ექნება საკუთარი
დაფინანსება.
- ბატონმა ირაკლი კი თქვა სექტემბერში მოხდებაო, მაგრამ როგორც ჩანს, გამორჩა, რომ საბიუჯეტო ცვლილება სექტემბერში შეუძლებელია.
თქვენძალიანხშირადსაუბრობდითდაახლაცაღნიშნეთ, რომვეტერანებსუნდადავუბრუნოთღირსებაო. ასე მწვავედ დგას ე საკითხი?
-
ღირსებას ადამინს ვერავინ წაართმევს, აქ სიტუაცია სხვანაირად არის. ეს
არის ის სოციუმი, რომელიც წინა ხელისუფლების მხრიდან გარიყული იყო და
მთლიანად ვეტერანთა საზოგადოება (განსაკუთრებით აფხაზეთის ომის
ვეტერანები), მარგინალიზებული იყო. არც 2008 წლის ომის ვეტერანებს არ
წყალობდნენ, მაგრამ 2008 წლის ომის ვეტერანების ძირითადი მასა მაინც
თავდაცვისა და შსს-ში იყო დასაქმებული. ძალიან მცირე ნაწილმა დაკარგა
სამსახური.
აფხაზეთის ომი არ იყო 5 დღიანი ომი, წელიწადზე მეტი
გრძელდებოდა და ამ პერიოდში, ეს ვეტერანები რამდენიმე თვე მძიმე
მდგომარეობაში იყვნენ, ყოველ დღე სიკვდილს ელოდებოდნენ. ეს ძალიან მძიმე
ფსიქოლოგიური პრობლემაა. ამის გარდა, მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეძახდნენ
ყაჩაღს, ქურდს და, რომ გაურკვეველ ომში იბრძოდნენ, ათასი ეპითეტებით
ამკობდნენ და ა.შ. დეპარტამენტის მაშინდელი შემადგენლობა საბჭოთა
მენტალობით მოქმედებდა, დღეს სხვა მიდგომაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,
რომ ჩვენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პატივს არ ვცემთ. ჩვენთვის პირველი
საზრუნავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანებია.
არა აქვს მნიშვნელობა ეს სააკაშვილის დროინდელია თუ შევარდნაძის. ვეტერანი
არის ვეტერანი.
-
ცხადია, ასეთები ყოველთვის იქნებიან და ჩვენს საქმიანობაში ბევრი ხელის
შეშლა იქნება. მე არ მინდა ვინმეს ხელი დავადო, რომ ეს კარგი კაცია და ის
ცუდი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ერთი რამის თქმა, რომ ამ
ხელისუფლებაში არიან ადამიანები ვისაც გული შესატკივა ვეტერანებზე და ესენი
არიან ძალიან გავლენიანი და მნიშვნელოვანი ადამიანები. ასეთი ადამიანები
წინა ხელისუფლებაში უბრალოდ არ იყვნენ. უკანასკნელი 9 წლის განავლობაში არ
გაკეთებულა იმდენი, რაც გაკეთდა უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში და ეს
ფაქტია. ამის არ დანახვა არ შეიძლება.
ვეტერანთა საკითხებზე არც
ერთი გრანტი არ იყო გაცემული საქართველოში. ახლა პირველი გრანტი NDI-იმ
გასცა „გენერალთა კლუბზე", რომ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდეს ვეტერანთა
შორის. ვთანამშრომლობთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათ შორის
„გენერალთა კლუბთან". „გენერალთა კლუბი" ჩვენც გავიზიარებს გამოკითხვის
შედეგებს. ესენი არიან მართლა გულწრფელი ადამიანები, რომლებიც იდეური
მოსაზრებებით აკეთებენ ამ ყველაფერს.
ძირითადადრაპრობლემებითმოგმართავენვეტერანები?
-
მომართვიანობის 95% იყო ჯანდაცვა. ძირითადი პრობლემა რაზეც ჩვენ
მოგვამრთავენ არის იმ დავადებების დაფინასება, რომელიც ამ დაზღვევაში არ
შედის. ცხადია, რომ მთელს სპექტრს ეს დაზღვევა ვერ მოიცავს. ამ დროს
ვეტერანებისთვის კი სპეციფიკური არის ქრონიკული დაავადებები, რომელსაც
დაზღვევა არ მოიცავს.
-1
იანვრიდან ჩვენ უკვე ცალკე სტრუქტურა ვიქნებით. ვაკეთებთ სამწლიან
სამოქმედო გეგმას. სერიოზულად ვაპირებთ ფრთების გაშლას, რათა მთლიანად
მოვიცვათ ვეტერანთა პრობლემები და ამაში დაგვეხმარება „გენერალთა კლუბის"
გამოკითხვა. მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთრხა იმისათვის, რომ ასეთ
კარგ საქმეს აკეთებენ..
2008 წლის ომის მონაწილე ვარ აგარც სამსახური მაქვს და არც საბუთი რომ ვეტერანი ვარ ვის მივმართო ან ღიირს ვინმეზე მიმართვა ? სად შეიძლება საბუთი მაინც რო გავაკეთო ?