ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 04.05.2024, 01:07

    მთავარი » 2017 » მარტი » 25 » თავდგირიძე: ახალი კონცეფციით, რეზერვისტის ძირითადი ხელფასი წლის განმავლობაში 3 400 ლარი იქნება
    14:17
    თავდგირიძე: ახალი კონცეფციით, რეზერვისტის ძირითადი ხელფასი წლის განმავლობაში 3 400 ლარი იქნება

        თავდაცვის სამინისტრომ ახალი სარეზერვო სამსახურის კონცეფცია წარმოადგინა. კონცეფციის თანახმად,   სამხედრო სარეზერვო სამსახური ანაზღაურებადი იქნება. რეზერვისტები მომზადებას წელიწადში 45 დღის განმავლობაში გაივლიან. რაც შეეხება რეზერვისტის სახელფასო ანაზღაურებას, სახლში ყოფნის დროს წოდებრივი სარგოს 20%-ს მიიღებს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნის დროს, როდესაც საველე გასვლა ექნება, წოდებრივი სარგოს 100%-ს.

    როგორც „აიპრესს“ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი თავდგირიძემ განუცხადა, რეზერვისტების ძირითადი სახელფასო ანაზღაურება წლის განმავლობაში, ჯამურად 3 400 ლარის ფარგლებში იქნება. მაქსიმალური წოდება, რეზერვის კაპიტნის წოდებაა, რომლის ანაზღაურებაც წელიწადში 4 200 ლარს არ აღემატება.

    მისი თქმით, რეზერვისტების მომზადება პროფესიონალების საბრძოლო მომზადებას არ ჩამოუვარდება. წლის ბოლოს კი მოხდება შეფასება, რომელ ქვედანაყოფს, საბრძოლო მომზადების რა სტატუსი გააჩნია. 

    „ტერიტორიული თავდაცვა არის იდეალური ვარიანტი, პროფესიული არმიის გვერდით რომ შეავსოს ის ოპერატიული სივრცეები, რაც ქვეყნის სრულყოფილ თავდაცვას სჭირდება, ქვეყნის მოსახლეობა ჩართოს ქვეყნის თავდაცვის საქმეში. ამასთან, ეს არის ის სისტემები, რომელიც აპრობირებულია ნატოს ქვეყნებში, და არა მხოლოდ. ტერიტორიული თავდაცვის ძალები ცივი ომის დროს აქტიურად გამოიყენებოდა.

    არსებობს სხვადახვა მოდელები. თუნდაც შვეიცარიული სისტემა, რაც ჩვენ მოგვწონს, გარკვეულ წილად ითვალისწინებს ამ ტიპის რეზერვის გამოყენებას. თუმცა, ყველაზე კარგი მაგალითი არის აშშ-ს ეროვნული გვარდია. ანუ ფაქტიურად ადამიანი არის სახლში, ის გარკვეული დღეების განმავლობაში გადის საბრძოლო მზადყოფნას, იღებს სახელფასო ანაზღაურებას, არაფრით ჩამორჩება პროფესიულ სამხედროს. არის 2003 წლის ერაყის ოპერაცია, სადაც საბრძოლო დაჯგუფების 40%-ს წარმოადგენდა სარეზერვო დაჯგუფებები. ისინი პროფესიული ქვედანაყოფის ტიპის ამოცანებს იღებენ, და არა ზურგის ან სხვა მეორეხარისხოვან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. მათ ყველა დასახული ამოცანა შეასრულეს, არ ჰქონდათ რაიმე ჩავარდნა ან შეფერხებები. მათი საბრძოლო უნარები, მზადყოფნა და ეფექტიანობა იყო ისეთივე, როგორც პროფესიონალების. აქედან გამომდინარე, ეს სისტემა არ არის ძალით შეკოწიწებული, ჰაერიდან მოფიქრებული, ეს სისტემა არის აპრობირებული, გატესტილი. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ვერსიას იყენებს, ჩვენ გამოვიყენეთ საუკეთესო პრინციპები და საქართველოს რეალობას და საჭიროებას მოვარგეთ. ისე, რომ იცოდეთ, რეზერვის ეს სისტემა არის საქართველოდან წასული, სამხედრო მანქანაში ქუდზე კაცის გამოყენება, საქართველოს ისტორიულ წყაროში ფართოდ არის ცნობილი. ევროპა რეზერვის გამოყენებას იწყებს მე-17 საუკუნეში. ეს არის კარგად დავიწყებული ძველის გახსენება, დამატებული ნატო-ში აპრობირებული თანამედროვე მოდელები და სისტემები. 

    ძველი სისტემისგან განსხვავებით, სადაც რეზერვისტი უბრალოდ 18 დღე შეიკრიბებოდა, გაივლიდნენ მომზადებას, შემდეგ იშლებოდნენ და ითვლებოდა, რომ რეზერვისტი კარგად მომზადებულია, თანამედროვე სისტემა ითვალისწინებს, რომ ის ერთჯერადად კი არ მზადდება, 45 დღის განმავლობაში ის მიმაგრებულია ამა თუ იმ ქვედანაყოფს, გადის სტანდარტულ საბრძოლო მომზადებას, ადაპტირებულს 45 დღეზე. ეს საბრძოლო მომზადება არ ჩამოუვარდება პროფესიონალების საბრძოლო მომზადებას და ითვალისწინებს ტესტირების რეჟიმს. ე.წ. საქართველო-ნატოს საწრთვნელი ცენტრი ითვალისწინებს არა მარტო მომზადებას, არამედ მომზადება - ტესტირების სისტემას. არც ერთი საბრძოლო მომზადება არ მთავრდება შეფასების გარეშე. ამ შეფასების პროგრამული უზრუნველყოფაც არსებობს და ამის გამოცდილებაც არის საქართველოში. ჩვენ ვთავაზობთ სისტემას, რომლითაც საბრძოლო მზადყოფნა, უნარჩვევები და ხარისხი არის გაზომვადი. ყოველი წლის ბოლოს მოხდება შეფასება, გენერალურ შტაბს ექნება სურათი, მის რომელ ქვედანაყოფს რა საბრძოლო მომზადების სტატუსი გააჩნია, სად არის ხარვეზი, სად არის დასახვეწი და სად არის სიტუაცია გამოსასწორებელი“, - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ „აიპრესთან“ საუბრისას. 

    ახალი სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფცია დღეს პარლამენტში განიხილეს. კონცეფციის თანახმად, რეზერვი ერთიან მართვის სისტემაში მოექცევა. შემოღებული იქნება აქტიური სარეზერვო სამსახურის ფორმა, რომელიც თავის მხრივ 3 კომპონენტისგან შედგება - აქტიური, სპეციალისტების და ტერიტორიული რეზერვი. 

    ახალი სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი,მასში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ 18-55 წლამდე ასაკის პირებს, მომზადებას წელიწადში 45 დღის განმავლობაში გაივლიან, იმ ქვედანაყოფის შემადგენლობაში, რომელზეც რეზერვისტი იქნება მიმაგრებული. რეზერვისტთან 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, რომლის გაგრძელების უფლებაც ექნებათ 55 წლამდე.

    ნანახია: 1108 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 5.0/1
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.