ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 02.05.2024, 04:06

    მთავარი » 2013 » ნოემბერი » 30 » შეხვედრა ომის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში
    11:13
    შეხვედრა ომის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში
    21 ნოემბერს ომის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ინიციატივით დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
    შეხვედრაზე დეპარტამენტს წარმოადგენდნენ დეპარტამენტის უფროსი ბატონი გელა დოლიძე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ბატონები დავით ცირამუა და დავით აფციაური.
    ვეტერანთა მოძრაობიდან შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან:


    საქართველოს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტი"

    ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირი

    სამცხე-ჯავახეთის ომის ვეტერანთა ერთიანობის კავშირი

    „დევნილთა კონგრესი"

    ომის ვეტერან ინვალიდთა კავშირი „236"

    საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი

    კავკასიის ომის ვეტერანთა ცენტრი

    ფონდი „მოლოდინი"

    საქართველოს ომის ვეტერანთა ფედერაცია - ომის ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებული საბჭო

    აფხაზეთის მეომართა კავშირი

    გაგრის რაიონის ომის ვეტერან ინვალიდთა და ომში დაღუპულების ოჯახების წევრთა კავშირი

    ორგანიზაცია „24-ე ბრიგადა"

    ორგანიზაცია „პატრიოტები და ვეტერანები ერთად"

    შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ცალკეული საზოგადოებრივად აქტიური ვეტერანები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.

    სხდომა გახსნა ბატონმა დავით ცირამუამ, რომელმაც სტუმრებს გააცნო შეხვედრის მიზანი. ბატონმა დავით აფციაურმა თავის გამოსვლაში მიმოიხილა დეპარტამენტის საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტები და მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაოები. დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა გელა დოლიძემ ისაუბრა იმ გეგმებისა და ამოცანების შესახებ, რომელთა განხორციელებაც დასახული აქვს სამსახურს მომავალი წლისათვის. მანვე ვეტერანებს გააცნო მნიშვნელოვანი სიახლე დეპარტამენტის სუბორდინაციული დაქვემდებარების შეცვლის შესახებ - დამდეგი წლის პირველი იანვრიდან ომის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი გამოდის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურიდან და საქმიანობას განაგრძობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახური. ეს ცვლილება კიდევ უფრო ოპერატიულსა და შედეგიანს გახდის მის მუშაობას.

    დეპარტამენტის უფროსის მოხსენების შედეგ შეხვედრა გაგრძელდა დიალოგის რეჟიმში. იყო კამათიც, მაგრამ ვეტერანებმა აღნიშნეს, რომ დეპარტამენტის მხრიდან ჩატარებულია სერიოზული სამუშაო და ძირითადად კმაყოფილება გამოთქვეს მიღწეული შედეგების გამო, თუმცა ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ და ვეტერანთა მოძრაობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა მომავალშიც გაგრძელდეს  აქტიური თანამშრომლობა ვეტერანთა პრობლემატიკის თემაზე, რათა საერთო ძალისხმევით მოხერხდეს თითოეული ომის ვეტერანის, ინვალიდისა და ომში დაღუპულთა ოჯახის ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა.

    ვეტერანები შეთანხმდნენ, რომ ვეტერანთა მოძრაობა უნდა გახდეს უფრო ორგანიზებული, სოლიდარული და მიზანდასახული, უფრო აქტიურად ჩაებას ვეტერანთა პრობლემატიკის განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე - დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებით და დამთავრებული საპარლამენტო და სამთავრობო კომიტეტებითა და კომისიებით. ერთხმად აღინიშნა, რომ აშკარად იგრძნობა პროგრესი ვეტერანების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაში და მიმდინარე წლის განმავლობაში დასაბამი მიეცა ბევრ სასიკეთო საქმეს ამ მიმართულებით, როგორებიცაა დაზღვევის განსაკუთრებული პაკეტი ვეტერანებისათვის, ყოველთვიური ხუთასლარიანი სუბსიდიის გამოყოფა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახებისათვის და სხვა, მაგრამ აუცილებელია ეს ტენდენცია და ცვლილებები გაფორმდეს ინსტიტუციონალურად, გამყარდეს კანონმდებლობის დონეზე, რათა კატეგორიულად გამოირიცხოს უკუპროცესები. ვეტერანთა შეფასებით „საქართველოს კანონი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ" არის დისკრიმინაციული მათ მიმართ და აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მასში. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებისათვის საჭიროა სისტემატიური შეხვედრები და მუდმივი კონსულტაციები ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ცალკეულ წევრებთან, ფრაქციებთან და კომიტეტებთან.

    შეხვედრის მონაწილე მხარეებმა გამოკვეთეს ყველაზე აქტუალური საკითხები:

    სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულება ვეტერანთა მიმართ,                                                                           ვეტერანთა სამედიცინო და ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაცია,                                                                                         ქრონიკულ დაავადებათა მკურნალობა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა,                              
    სამხედრო ჰოსპიტალის, სარეაბილიტაციო ცენტრისა და პოლიკლინიკის საკითხი,                                                         ვეტერანების პროფესიული რეკვალიფიკაცია, დასაქმება და რესოციალიზაცია,                                                                         ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო გადაადგილების საკითხი.

    ცალკე თემად გამოიყო ვეტერანთა 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუფსიდიის საკითხი, რამაც გამოიწვია ცხარე კამათი შეხვედრის მონაწილეებს შორის. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია სუბსიდიის აღდგენა იმ ვეტერანებისათვის, რომლებსაც გაუუქმდათ სუბსიდირება, აგრეთვე დანიშვნა იმ ვეტერანებისათვის, რომლებსაც ხსენებული სუბსიდია არ დაენიშნათ ექს-პრემიერ ნიკა გილაურის 2009 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულებით. შეგახსენებთ, რომ 22-ლარიანი ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუჩერდათ იმ პირებს, ვისაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა შემდეგ სასამართლომ გაამართლა. ამ დახმარების გარეშე დარჩნენ ის ვეტერანებიც, რომლებიც სამ თვეზე მეტხანს იყვნენ გასული საზღვარგარეთ, ან უბრალოდ სამი თვე არ აკითხავდნენ ბანკომატებს, რათა 4-5 თვის დახმარება ერთად აეღოთ. ამავე აქტის საფუძველზე არ დაენიშნათ 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია პირებს, რომლებმაც ომის ვეტერანის სტატუსი 2009 წლის 5 ნოემბრის შემდეგ მიიღეს.

    სხდომის დასასრულს მონაწილე მხარეებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა იყო ძალზე შედეგიანი და სასარგებლო და შეთანხმდნენ, რომ ამგვარ ფორმატში თანამშრომლობას მიეცეს სისტემატიური ხასიათი.

    ნანახია: 982 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 2.0/1
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.