ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 03.05.2024, 16:03

    მთავარი » 2013 » აპრილი » 3 » სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ვეტერანებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა.
    12:17
    სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ვეტერანებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა.
    02.04.2013
       როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ვეტერანთა დეპარტამენტის გაერთიანებული შტაბისთვის დაქვემდებარება მცდარი გადაწყვეტილება იყო. სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ვეტერანთა დეპარტამენტისთვის ფუნქციური დატვირთვის მიცემას. ამ საკითხზე ვეტერანთა საქმეებზე შექმნილი სამთავრობო კომისია მუშაობს. „ჩვენ შევქმენით სამთავრობო კომისია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს. რამდენიმე დღის წინ მინისტრების დონეზე გვქონდა შეხვედრა. განიხილება სამი ვარიანტი: პირველი ვეტერანთა დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროს უწყებაში დარჩენას გულისხმობს, თუმცა, ის გაერთიანებული შტაბის ნაცვლად სამოქალაქო ნაწილში გადავა და ერთ-ერთ მოადგილეს დაექვემდებარება; მეორე - გადავიდეს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ უწყებრივ დაქვემდებარებაში; მესამე - შეიქმნას დამოუკიდებელი უწყება, რომელიც მთავრობას და პრემიერს დაექვემდებარება.", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

    თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ვეტერანთა დამოუკიდებელი უწყების შექმნის ვარიანტს უჭერს მხარს. მისი თქმით, საქართველოს სამი სრულმასშტაბიანი ომი და დაპირისპირება აქვს გამოვლილი და ჰყავს არა მარტო თავდაცვის უწყების, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების და სხვადასხვა უწყების ვეტერანები. ეს საკითხი განსახილველად მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

    მინისტრმა სოციალურ პაკეტზე და დაჭრილი ვეტერანების დასაქმებაზეც ისაუბრა. „თავდაცვის აკადემიაში 9 ვეტერანია დასაქმებული. დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ყველგან, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეეძლოთ ნებისმიერი ქვედანაყოფის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება,"-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
    ნანახია: 875 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.