ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 03.05.2024, 10:15

    მთავარი » 2013 » მარტი » 28 » რატომ არ შეხვდა ირაკლი ალასანია "ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირს"
    20:37
    რატომ არ შეხვდა ირაკლი ალასანია "ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირს"

    რატომ არ შეხვდა ირაკლი ალასანია

    რატომ არ შედგა თავდაცვის მინისტრისა და ვეტერანების შეხვედრა,  რა პრეტენზიები აქვთ ვეტერანებს სპეციალური სამთავრობო კომისიის მიმართ და რა ინიციატივით მიმართავენ მთავრობას, აღნიშნულ საკითხებზე  "თაიმერი"" ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის" თავმჯდომარეს, ვიცე პოლკოვნიკ დავით მარტიაშვილს, ესაუბრა:

    - ბატონო დავით, როგორც ვიცი, ვეტერანების პრობლემებთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრას აპირებდით. შედგა თქვენს შორის შეხვედრა?

    - ჩვენ გვქონდა კონკრეტული ხედვები და მიზნები, რომელიც მინისტრისათვის უნდა გაგვეცნო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ვერ მოხერხდა. მეორე მხარემ ან არ, ან ვერ გამოხატა ამისი მზაობა, შეგვახვედრეს საქვეუწყებო ვეტერანთა დეპარტამენტს. ეს შეხვედრა კი შედგა შეხვედრისთვის. 

    - რაზე ისაუბრეთ დეპარტამენტის წარმომადგენლებთან?

    - ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არის კონკრეტული გზები ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ეს ის უწყება არ არის, სადაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. სამწუხაროდ, საქართველოში მცენარეები და ცხოველები უფრო დაცული არიან კანონმდებლობით, ვიდრე ვეტერანები. არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ასე უზნეოდ არ მოქცევია თავის მებრძოლებს, როგორც საქათველო. 

    - ხომ არ ფიქრობთ, რომ მინისტრის უარი თქვენთან შეხვედრაზე თქვენს შორის თანამშრომლობაზე უარის თქმას ნიშნავდა?

    - დიახ, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენმა ფენამ ვერ მოახერხა გამოსულიყო ერთმანეთის ჭამისა და დისკრედიტირების რეჟიმიდან, ზოგი თვითდამკვიდრებას ცდილობს სხვისი დისკრედიტაციით, რადგან სხვანაირად არაფრის კეთება არ შეუძლია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა კავშირმა იურისტებთან ერთად შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც დღეს გადავუგზავნეთ პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს.

    - უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაზეა საუბარი?

    - ჩვენ მუდმივად ვერ ვიქნებით კეთილი და ბოროტი პოლიტიკოსების იმედად, ან ვინმე გულმოწყალე, ან ბოროტი ბიზნესმენის იმედად, აუცილებელია, საქართველოში შეიქმნას ვეტერანთა და ინვალიდთა საქმეების სამინისტრო, მოვიდეს შესაბამისობაში კანონი ვეტერანებსა და ინვალიდების შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა იმ ხალხზე, ვინც სახელმწიფოსთვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაწირა. მეორე არანაკლებ მტკივნეული თემასაც მინდა, შევეხო. 70 000 ვეტერანიდან რამდენიმე ათასს ყალბი რეგისტრაცია აქვს და უზნეოდ სარგებლობენ იმ მიზერული დახმარებით, რასაც სახელმწიფო იმეტებს ვეტერანებისათვის. ნამდვილი ვეტერანები კი ბიუროკრატიის გამო გვერდზე რჩებიან. ჩვენ ვთავაზობთ, მიღებულ იქნას კანონი, ვინც ნებაყოფლობით განაცხადებს გაყალბებაზე,  სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს.

    - როგორ ფიქრობთ, დაინტერესდება პრემიერი თქვენი წინადადებით?

    - უნდა დაინტერესდეს პრემიერ მინისტრი, თუ მას ამ ქვეყნის კეთილდღეობა აინტერესებს. 20 წელიწადია  ეს ხალხი უსამართლობაში ცხოვრობს, უსამართლოდ გაირიყა საზოგადოებისაგან. ვიმეორებ, არც ერთი ქვეყანა ასე უზნეოდ არ მოქცევია თავის სამშობლოს დამცველებს, როგორც საქართველო. 

    - აღნიშნული ინიციატივების შესახებ თუ ესაუბრეთ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს?

    - პირად საუბრებში ყველა გვეთანხმება, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს სამართლიანია, მაგრამ ხმამაღლა საუბარს ყველა ერიდება, ჩვენ ვაცხადებთ, რომ დადგა გადამწყვეტი ეტაპი, 20 წელი ველოდეთ და მეტს ვეღარ მოვიცდით. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ჩვენი უფლებებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის.

    - ვეტერანების სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც მთავრობისთვის სპეციალურ წინადადებებს მოამზადებს. თქვენ ალბათ, აქტიურად ადევნებთ მოვლენებს თვალყურს, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღევანდელი ხელისუფლება?

    - კომისია აბსოლუტურად ჩაკეტილია და არ ვიცით, რაზე მუშაობენ. სიმართლე გითხრათ, ამ კომისიას  უნდობლობითვ უყურებთ და საამისო მიზეზებიც გვაქვს. ეს უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე, მაგრამ, სამწუხაროდ, საეჭვო პირების იქ მოხვედრა და კომისიის ჩაკეტილობა გვაფიქრებინებს, რომ იქ ყველაფერი რიგზე ვერაა.

    - ვის გულისხმობთ "საეჭვო პირებში"?

    - თუნდაც გენერალ გიორგი თორაძეს, რადგან მას ვეტერანებისათვის  20 წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია. დანარჩენს თავად მიხვდება.

    ესაუბრა ეკა ჭიღლაძე

    ნანახია: 883 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.