ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 29.04.2024, 00:28

    მთავარი » 2015 » მარტი » 3 » ქართველი მოცურავე, რუსუდან გორდეზიანის რეკორდი. რომელიც მიეძღვნა (საქართველოს ტერეტორიალური მთლიანობისთვის მებრძოლ გმირებს)
    18:17
    ქართველი მოცურავე, რუსუდან გორდეზიანის რეკორდი. რომელიც მიეძღვნა (საქართველოს ტერეტორიალური მთლიანობისთვის მებრძოლ გმირებს)
     ცურვა დავიწყე 17 აგვისტოს დილით, სარფიდან და 18 აგვისტოს დილით მივცურე ფოთში. ჩემი მხრიდან ეს იყო პატივისცემის და მადლიერების გამოხატვა ჩვენი გმირების მიმართ. მიმაჩნია, რომ ყველაზე ძლიერი და უანგარო სიყვარული ეს სამშობლოს სიყვარულია, ყველაზე ნამდვილი რაც გულიდან ფეთქავს. სამშობლო კი ჩვენ ვართ - ის ადამიანები, ვისთვისაც სამშობლო საქართველოა. მათ ჩვენს გამო თავები გაწირეს, ეს ყველაზე ამაღლებული რამ არის როცა საკუთარ სიცოცხლეს თმობ იმისათვის რომ დაიცვა ის რაც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს - ჩვენს ხალხს და ქვეყანას ვგულისხმობ. მათ ეს სიყვარული აქ ისწავლეს და აქ შეიგრძნეს, საქართველოში. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სამშობლოში შეიძლება ისწავლო და მათნაირი გმირებისგან უნდა ვისწავლოთ. პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ მათ სჯეროდათ და სწამდათ საქართველოს უკვდავების და მარადიულობის. მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს. სამშობლო რომ გვიყვარდეს ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. რაც შეიძლება მეტი სიყვარული და თანადგომა გვქონდეს თანამემამულენო ერთმანეთის მიმართ. სიყვარული ვასწავლოთ ერთმანეთს, ერთმენეთის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული. სხვა არაფერი რჩება ამქვეყნად, ყველაფერი იშლება, იაკარგება, იძირება, ქრება... სიყვარული კი, სიყვარული სინათლეს ჰგავს, სიბნელეში შეჭრილ სინათლეს, ყველა სინათლე ზეციდან მოდის. 17 აგვისტოს ღამე ვცურავდი ნაპირიდან ზოგან 20 კილომეტრში, ნეიტრალურ წყლებში, სადაც ზღვის სიღრმე 500 მეტრს აღემატებოდა. იყო სრული სიბნელე და სივრცე ზღვასა და ცაში, სივრცე, მეტი არაფერი, ჩემგან 500-700 მეტრში დგებოდა ხოლმე გემი და პროჟექტორი ანათებდა, იმ სინათლეს მივყვებოდი, მაგრამ ყველაზე ლამაზი და ჯადოსნური ის იყო რომ ცურვისას წყალზე ხელს რომ ვუსვამდი მწვანე ვარსკვლავები ცვიოდა წყალში როგორც ცეცხლის ნაპერწკლები, ოღონდ მწვანე, ყოველი ხელის მოსმაზე, ეს იყო ყველაზე ლამაზი რამ რაც კი ოდესმე მინახავს, ფოსფორი იყო, რომელსაც ზღვის წყალი შეიცავს. ისინი ყველა იმ ადამიანის სულად აღვიქვი ვინც საქართველო მოგვიტანა დღემდე და თქვენ წარმოიდგინეთ ყოველი ხელის მოსმაზე ათობით ასეთი ნეპერწკალი ცვიოდა. მთელი ღამის განმავლობაში ვცურავდი და რამდენი ნაპერწკალიც აინთო ყოველი მათგანი თითო ადამიანის სულად რომ ჩავთვალოთ ამდენ ადამიანს კი ექნება სიცოცხლე შეწირული საქართველოს გულისთვის, რაც საქართველო არსებობს იქიდან დღემდე. წარმოიდგინეთ რამდენი საუკუნის მანძილზე რამდენი გმირი იცავდა ამ პატარა ქვეყანას და ჩვენ თუ არ დავიცავთ როგორ შეიძლება რომ არ გავუფრთხილდეთ მაინც. ბევრი არ ვართ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
    P.S. ეს სიტყვები გაცურვის მეორე დღეს, 19 აგვისტოს დავწერე და ფეისბუქზე განვათავსე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უტიფრად განაცხადა დაღუპული პოლიციელების ხსოვნას მიუძღვნაო. სად არიან გმირები, თუ მათთვის ვინც პოლიციელი არაა გმირი არაა?! მე ამას არ შევეგუები, როგორც ნახეთ ტელევიზიითაც მოვუწოდე ბოდიში მოეხადათ ამის გამო, მაგრამ მათ ბოდიში დღემდე არ მოუხდიათ!

     

    ნანახია: 922 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.