ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 29.04.2024, 06:02

    მთავარი » 2011 » მაისი » 3 » ქარ­თ­ვე­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი - ჯა­რის­კა­ცე­ბი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა
    19:16
    ქარ­თ­ვე­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი - ჯა­რის­კა­ცე­ბი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა
    03.052011
    სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცია (ომის ვე­ტე­რან­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი საბ­ჭო) გან­ცხა­დე­ბას ავ­რ­ცე­ლებს, რომ­ლი­თაც სრუ­ლად ემიჯ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კას და კი­დევ ერ­თხელ აფიქ­სი­რებს ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პო­ზი­ცი­ას.

    სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცია (ომის ვე­ტე­რან­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი საბ­ჭო) გან­ცხა­დე­ბას ავ­რ­ცე­ლებს, რომ­ლი­თაც სრუ­ლად ემიჯ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კას და კი­დევ ერ­თხელ აფიქ­სი­რებს ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პო­ზი­ცი­ას.

    სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ალექ­სი ნა­კა­ნი ”24 სა­ათ­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ წეს­დე­ბის თა­ნახ­მად, ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცია აპო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ციაა და მათ მი­მარ­თ­ვა­ში სწო­რედ ესაა ხაზ­გას­მუ­ლი.

    ”უბ­რა­ლოდ, ჩვენ არ გვინ­და, რომ ვე­ტე­რა­ნე­ბი კი­დევ ერ­თხელ ჩა­ით­რი­ონ ბინ­ძურ პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებ­ში. ვე­ტე­რა­ნე­ბი ბევ­რ­ჯერ გა­მო­ი­ყე­ნეს მუშ­ტად და შემ­დეგ მთე­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მომ­ხ­დარ­ზე და­ა­კის­რეს მათ.

    ჩვენ ცალ­სა­ხად ვაცხა­დებთ, რომ ეს აღარ უნ­და გან­მე­ორ­დეს! იმი­ტომ, რომ გა­ვი­ზარ­დეთ და გაგ­ვაჩ­ნია საკ­მაო გო­ნებ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ვე­ტე­რა­ნე­ბი­სა და ომ­ში და­ღუ­პუ­ლი თა­ნა­მებ­რ­ძო­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რ­თა სა­კე­თილ­დღე­ოდ და არა რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. ჩვენ კვლა­ვაც სამ­შობ­ლოს ჯა­რის­კა­ცე­ბად ვრჩე­ბით და პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის­თ­ვის არ გვცა­ლია. გვაქვს ბევ­რი პრობ­ლე­მა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და თუ მათ თა­ვად არ მივ­ხე­დეთ, სხვა არა­ვინ მი­ხე­დავს," - გა­ნუცხა­და ალექ­სი ნა­კან­მა ”24 სა­ათს".

    სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცია მი­იჩ­ნევს, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი ვე­ტე­რან­თა მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ და მათ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ უბიძ­გე­ბენ.

    ”სამ­წუ­ხა­როდ, ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­კ­ვიდ­რე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზრს, რომ კრემ­ლი ჩვე­ნი მტე­რი არ არის. ჩვე­ნი ხედ­ვით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხელს უწყო­ბენ ქვეყ­ნის და­ნა­წევ­რე­ბას და სა­ბო­ლოო ანექ­სი­ას. მათ გვერ­დით დგო­მა იმათ­გან, ვინც სი­ცოცხ­ლე არ და­ი­შუ­რა სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მთლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის, უბ­რა­ლოდ, აბ­სურ­დია, - აცხა­დებს ”აფხა­ზე­თის მე­ო­მარ­თა კავ­ში­რის" თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე თენ­გიზ ლო­მია, - ვე­ტე­რა­ნე­ბი არ უნ­და იქ­ნენ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ ბა­ტა­ლი­ებ­ში. ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია მო­წო­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ და ძა­ლა­დო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვ­ლის­კენ. ჩვენ ყო­ვე­ლი­ვე ამას ვე­მიჯ­ნე­ბით. ვე­ტე­რა­ნებ­მა სამ­შობ­ლოს უკ­ვე მი­ვე­ცით ფი­ცი და ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი ფი­ცი, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი, ჩვენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. თან, მინ­და ისიც აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ არც ერთ იმ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ახ­ლა რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, არც კი უც­დია ვე­ტე­რან­თა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს. პი­რი­ქით, სწო­რედ ისი­ნი გვე­ძახ­დ­ნენ მო­ღა­ლა­ტე­ებს და გვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დ­ნენ სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან."

    ვე­ტე­რან­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ საბ­ჭოს არ სურს, რომ ქვე­ყა­ნა ხე­ლახ­ლა აღ­მოჩ­ნ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც ”რუ­სუ­ლი მხა­რის ჩა­რე­ვით მოხ­და ჯერ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა, შემ­დეგ კი - ეთ­ნო­კონ­ფ­ლიქ­ტე­ბად წო­დე­ბუ­ლი რუ­სულ-ქარ­თულ ომი".

    საბ­ჭოს სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ას უერ­თ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და პა­ტი­მარ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე იური­დი­ულ სა­კითხებ­ში და ვე­ტე­რან­თა ომ­ბუდ­ს­მე­ნი გი­ორ­გი თევ­ზა­ძე, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ და თავს ახ­ვე­ვენ თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას ვე­ტე­რა­ნებს, ამით კი, ქვე­ყა­ნა ზა­რალ­დე­ბა.

    ”უნ­და ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, თუ რო­გორ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ვე­ტე­რან­თა სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და და­ცუ­ლი იყოს მა­თი უფ­ლე­ბე­ბი, და - არა იმა­ზე, თუ რო­გორ და­ეს­ხას ვი­ღა­ცის წის­ქ­ვილ­ზე წყა­ლი. ეს არც ვე­ტე­რა­ნის­თ­ვის არის კარ­გი, არც მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის და, მი­თუ­მე­ტეს, არც ქვეყ­ნის­თ­ვის. ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი არ უკ­ვირ­დე­ბა, რომ ამან უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს სა­ხელ­მ­წი­ფოს. ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­ერ­თო სურ­ვი­ლია, ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ონ და­სა­ხუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ვე­ტე­რან­თა სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მარ­თ­ლებ­ლივ უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვგეგ­მავთ სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­თან და სა­კა­ნონ­დებ­ლო ხე­ლი­სუ­ლე­ბის შტოს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს; და­გეგ­მი­ლი გვაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა," - გა­ნაცხა­და დმცველ­მა ვე­ტე­რან­თა ომ­ბუდ­ს­მენ­მა გი­ორ­გი თევ­ზა­ძემ.

    "ვე­ტე­რა­ნე­ბი გა­ნე­კუთ­ნე­ბი­ან იმ სო­ცი­ა­ლურ ჯგუფს, რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო­სა­გან მე­ტი ყუ­რადღე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვე­ტე­რა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რა­თა მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­თი სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ტეგ­რა­ცია და ისი­ნი გახ­დ­ნენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი," - ამ­ბობს ვე­ტე­რან­თა კავ­ში­რის ”ვე­ტე­რა­ნე­ბი მშვი­დო­ბი­სათ­ვის" თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე და ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცი­ის დამ­ფუ­ძე­ბე­ლი მი­ხე­ილ წი­ქა­რი­ძე.

    რო­გორც ვე­ტე­რან­თა კავ­ში­რის ”ვე­ტე­რა­ნე­ბი მშვი­დო­ბი­სათ­ვის" თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და­ვით სი­ჭი­ნა­ვა აცხა­დებს, ორ­გა­ნი­ზა­ცია მხარს უჭერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნა­ტო-სკენ სწრაფ­ვას და არა ქვეყ­ნის დეგ­რა­და­ცი­ას, რო­გორც ეს რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბილ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს სურთ.

    ”გვინ­და, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­ში, ამას­თა­ნა­ვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თოთ ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სებ­ში," - ასე­თია ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რ­თა სა­ერ­თო აზ­რი.

    სა­უ­ბარს ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ალექ­სი ნა­კა­ნი ას­რუ­ლებს: ”ჩვენ კარ­გად გვეს­მის ჩვე­ნი წვლი­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის საქ­მე­ში და გვინ­და, რომ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც სრუ­ლად გა­აც­ნო­ბი­ე­როს. ბევრს არ ვითხოვთ, აი, მა­გა­ლი­თად, 28 აპ­რილს წე­რი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სამ­ხედ­რო აღ­ლუმ­ში ვე­ტე­რა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თხოვ­ნით. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კაა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში და ვფიქ­რობ, ქარ­თ­ველ­მა ვე­ტე­რა­ნებ­მაც სრუ­ლად და­იმ­სა­ხუ­რეს ამ­გ­ვა­რი პა­ტი­ვი.”

    სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცი­ის

    (ვე­ტე­რან­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი საბ­ჭოს)

    გან­ცხა­დე­ბა

    სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა წარ­მო­ა­ჩი­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა და ფსევ­დო­პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცია, რა­საც ჭეშ­მა­რიტ პო­ლი­ტი­კას­თან და ქარ­თუ­ლი საქ­მის კე­თე­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. ამ ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის ქმე­დე­ბებ­ში არ იკ­ვე­თე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მე­ბი და ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის სურ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ამ­გ­ვა­რი სა­ხის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ავან­ტი­უ­რა­ში ად­ვი­ლად ეხ­ვე­ვი­ან გულ­წ­რ­ფე­ლი და პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლით აღ­სავ­სე ჩვე­ნი ვეტ­რა­ნე­ბი, რო­მელ­თაც, რო­გორც ჩანს, ზო­გი­ერთს გულ­წ­რ­ფე­ლად სჯე­რა, რომ ამ გზით შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბა და და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უზე­ნა­ე­სი პრინ­ცი­პე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა, რაც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის პო­ლი­ტი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თ­ლო­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბას. ეს შე­დე­გე­ბი მხო­ლოდ მთლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და არა გარ­კ­ვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცალ­კე­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ პი­რად ამ­ბი­ცი­ებს ემ­ყა­რე­ბა და, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­თა წის­ქ­ვილ­ზე ას­ხამს წყალს.

    ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ემიჯ­ნე­ბი­ან ნე­ბის­მი­ერ ასეთ არა­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ მიდ­გო­მას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ფი­ცის და­დე­ბას, და­ა­ნონ­სე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ებს და მსგავს პო­ლი­ტი­კუ­რად არა­ლე­გი­ტი­მურ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც არ გა­მო­ხა­ტავს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბას, არ ემ­სა­ხუ­რე­ბა პრობ­ლე­მე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დაწყ­ვე­ტას და ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბას.

    აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ერ­თხ­მად იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი ვე­ტე­რან­თა ფე­დე­რა­ცი­ის სხდო­მა­ზე, რაც ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხე­ლის მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რეს.

    ნანახია: 1315 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.