ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 29.04.2024, 12:17

    მთავარი » 2011 » აპრილი » 26 » გია ყარყარაშვილის განცხადება 18-04-2011
    19:31
    გია ყარყარაშვილის განცხადება 18-04-2011
    18-04-2011
    გია ყარყარაშვილის განცხადება "არც ერთი და არც ასი მილიონი არ ღირს ორ მეგობარ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის გამწვავებად"

    "მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ  ებრაელი ბიზნესმენები"


    თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "საქართველოს ლეგიონის" წარმომადგენელი გია ყარყარაშვილი გმობს მეგობარი ქვეყნის - ისრაელის  მტრად მოკიდების პოლიტიკას და ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდებს:

    "დიდი ხანია საქართველოში უხმო მორჩილებით შევეგუეთ ბიზნესმენთა დაპატიმრებას, მათ დახარკვასა და ქონების კონფისკაციას. ებრაელ ბიზნესმენთა დაპატიმრებითაც ისეთი არაფერი მომხდარა, რაც საქართველოში ყოველდღიურად არ ხდება, მაგრამ... მაინც გვევალება უფრო მეტად მივიტანოთ გულამდე და გავიაზროთ ისრაელის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ებრაელ ბიზნესმენთა გათავისუფლების შესახებ თხოვნა. მერე რა, რომ ჩვენი თავი გაგვჭირვებია! მერე რა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პირველი პირების თხოვნას  ყურიც არ ათხოვა! 

    არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისრაელი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე იდგა 1992 წლიდან. ახლა კი მეგობარი მტრად გვიქციეს, ყველაზე თავისუფლების მოყვარე ერთან ურთიერთობა გაგვიფუჭეს, ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვან მეგობრობას ჩრდილი მიაყენეს! თითქოს ბრმები იყვნენ, ვერ ხედავენ, რომ ებრაელთა დელეგაცია ჯიბრზე აფხაზეთს ეწვია, ის, რაც თურმე ვალად არ გვემართა, ვალი აღმოჩნდა... გასაკვირიც არ არის, მტრად გადაკიდებულს ისევ ძმობას ვერ მოსთხოვ. 

    ჩვენ არ ვერევით სამართლებრივ დავაში, ისევე როგორც მტყუან-მართლის გარჩევაში. თუმცა ებრაელ ბიზნესმენთა დაკავება გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და პოლიტიკური დატვირთვა მიეცა. არც ერთი და არც ასი მილიონი არ ღირს ორ მეგობარ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის გამწვავებად.
    მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ებრაელი ბიზნესმენები. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არც შეცდომების აღიარებაა სათაკილო, თორემ საკუთარ თავსაც დავღუპავთ და ქვეყანასაც!..

    ნუ ვაქცევთ მოყვარეს მტრად, მოკავშირეს კი - მოწინააღმდეგედ! ერთხმად დავგმოთ ჩვენს მეგობარ ერებთან ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება!
    ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ისრაელის ეროვნული თავმოყვარეობის სიმაღლეზე გვინდა სწორება და ამას არ გავცვლით სამხრეთიდან მობრძანებული ტურისტებისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებით მიღებულ შემოსავლებზე.

    თხოვნით მივმართავთ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მის ხელისუფლებას, საელჩოს: მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა არ არის საქართველო, უფრო მეტიც, არც ქართველი ხალხის აზრის გამომხატველი. ჩვენ, ქართველებს, გვიყვარს ებრაელი ხალხი და კიდევ 26 საუკუნე გვსურს მათთან მეგობრობა.
    ვოცნებობთ იმ დროზე, როცა გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც მშვიდობასა და თანხმობას დაამყარებს ერებს შორის, ქართველ, ოს და აფხაზ ხალხებს შორის ჩატეხილ ხიდს გაამრთელებს.

    ვაცხადებ: არ ვიცნობდი, არც პოლიტიკურად თანავუგრძნობდი, მაგრამ მორალურად უხერხულობას ვგრძნობ ყველას მაგივრად და აღვნიშნავ, რომ სასურველი იქნებოდა ისრაელის მთავრობასა და ებრაელ ბიზნესმენებს ისეთივე სოლიდარობა გამოეხატათ მაშინაც, როდესაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის სახელსა და ღირსებას დაუსაბუთებლად და დაუმსახურებლად მიწასთან ასწორებდა, მის ოჯახს საქვეყნოდ ძარცვავდა და ქონებას იტაცებდა, რაც დღემდე გრძელდება.

    ის დროც გვახსოვს, როცა მას ხოტბას ასხამდნენ, ქებით ცაში აჰყავდათ, ეპირფერებოდნენ, ხოლო როგორც კი ფეხი დაუცდა, წაიქცა, ლაფში ამოისვარა მისი სახელიც და მისი კეთილი საქმეებიც დავიწყებას მიეცა სიკვდილისთანავე.

    ორშაბათს, 12.00 საათზე, საქართველოს ლეგიონი გამართავს პრესკონფერენციას კინოსახლში ებრაელ ბიზნესმენთა გათავისუფლების მოთხოვნით".
    ნანახია: 955 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.