sergienkoვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
სერგენკოს თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის შესახებ, გაკეთდა ანალიზი, გაანალიზდა ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილება, გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის ექსპერტების რეკომენდაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ცალკე სტრუქტურა უნდა იყოს, წოდებით უფრო მაღალი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ და აქვე განმარტა ,რომ აღნიშნული არა მხოლოდ გაზრდის მის მნიშვნელობას, არამედ ამით დამატებითი საბიუჯეტო ნაკადების მოზიდვის შესაძლებობასაც იძლევა.
"გარდა იმისა, რომ უბრალოდ გაზრდის მის მნიშვნელობას, ასევე იძლევა შესაძლებობას, რომ მეტი საბიუჯეტო ნაკადი იყოს მისკენ მიმართული და მეტი გრანტის და საერთაშორისო დახმარების მოზიდვა მოხდეს. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ საკითხის მნიშვნელობას და ვფიქრობთ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა მოხდეს ამ სახის ცვლილებით”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.