საქართველოს კანონი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახე
ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 04.05.2024, 09:12

    მუხლი 15. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა
     
          მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების , სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა ითვალისწინებს :
    ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად :

    ბ ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად :

    გ ) საყოფაცხოვრებო - კომუნალური მომსახურების – წყლის , საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას , გაზის , ელექტროენერგიის , ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას , აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა ) სარგებლობას , სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად :

    დ ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

    საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69

    საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 –  სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

    საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

    საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

    საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.448

        

    მუხლი 151. (ამოღებულია)

    საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2322 - სსმ I, №19 01.07.2003 წ., მუხ.122

    საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

     

        მუხლი 16. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდების და მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომისშემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახის წევრთა (შემგომში დაღუპულთა, გარდაცვლილთა) სოციალური დაცვა

    1. ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე:

    ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა;

    ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა;

    გ) არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.

    2. დაღუპულთა (გარდაცვლილთა ) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს :

    ა ) საპენსიო უზრუნველყოფას „ სახელმწიფო პენსიის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად :

    ბ ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად :

    გ ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის , საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას , გაზის , ელექტროენერგიის , ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას , აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა ) სარგებლობას , სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

    საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 –  სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

    საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

    საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

    საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.448

     

       მუხლი 17. სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა

    შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ამ კატეგორიის ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას სოციალური დაცვის მიზნით უწესდებათ შემდეგი უფლებები და შეღავათები:

    ა) სახელმწიფო პენსია ან სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

    ბ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლება, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობა, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 –  სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

    საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

    საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

    საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.448

     

        მუხლი 18. სახელმწფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები

    სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება ან იტალიის და იუგოსლავიის განთავისუფლებისათვის ამ სახელმწიფოთა ეროვნული გმირის წოდება, ან რომლებიც დაჯილდოებულნი არიან საბჭოთა კავშირის სამივე ხარისხის დიდების ორდენით, საქართველოს დავით აღმაშენებლის ორდენით და ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებათა გარდა დამატებით უწესდებათ:

    ა) გარდაცვალების შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით ქუჩის, სკოლის, მოედნისათვის მათი სახელის მინიჭება და დაკრძალვის ადგილას საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის მიხედვით გარდაცვლილის ბიუსტის დადგმა სახელმწიფოს ხარჯზე;

    ბ) ოჯახისათვის (მშობლები, მეუღლე, შვილები) ერთდროული ფულადი დახმარების გაცემა 20 მინიმალური პენსიის (ხელფასის) ოდენობით.

     

       მუხლი 19. (ამოღებულია)

    საქართველო 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 .200 5 წ., მუხ.400

     

        მუხლი 20. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ ანაზღაურება

    ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (საბიუჯეტოს გარდა) სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ ანაზღაურებას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

    საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295

    საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1385  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

     

       მუხლი 21. სარიტუალო სამსახურის გაწევა

    1. დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდების ან მონაწილების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, სამხედრო სამსახურის ვეტერანების დაკრძალვა ხდება დაღუპულის (გარდაცვლილის) ნათესავების სურვილით შერჩეულ ადგილებში (სამხედრო მოსამსახურეების –  სამხედრო პატივის მიგებით).

    2. აღნიშნული კატეგორიის დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის ნეშტის მომზადება გადასატანად, დაკრძალვის ადგილზე ნეშტის გადატანა, დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხორციელდება საქართველოს იმ სამინისტროებისა და უწყებების ხარჯებით, რომელთა დაქვემდებარებულ ჯარებსა და დაწესებულებებში გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან მუშაობდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები ან მონაწილენი, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, სამხედრო ძალების ვეტერანები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ საფლავის ადგილის გამოყოფას დაღუპულის (გარდაცვლილის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე – საძმო სასაფლაოზე.

    3. უმუშევარი ვეტერანის დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხდება იმ ორგანოების ხარჯზე, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ. თუ დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის დაკრძალვის ორგანიზაცას დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრები ან სხვა მოქალაქეები იკისრებენ, მათ ეძლევათ ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295

     

    თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

     
     
    საქართველოს 2013 წლის  29  ნოემბრის კანონი №1686  - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

       

    მუხლი 22. ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებები

    1. ვეტერანების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში, ავტონომიურ რესპუბლკებში, ქალაქებში, რაიონებში, საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იქმნება ვეტერანების შესაბამისი საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ვეტერანების სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღებას, სახელმწიფო ორგანოებში და საზოგადოებრივ გაერთიანებებში წარმოადგენენ და იცავენ ვეტერანების ინტერესებს.

    2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისათვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას.

    3. (ამოღებულია).

    4. (ამოღებულია).

    საქართველოს 199 7 წლის 16  ოქტომბრი კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

    საქართველო 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 .200 5 წ., მუხ.400

    საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295

     

       მუხლი 23. ვეტერანების დამსახურების აღნიშვნა

    1. საქართველოს ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით წესდება სამკერდე ნიშანი „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“.

    2. სამკერდე ნიშნის დებულებასა და მედლის აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

    საქართველოს 199  წლის 16 ოქტომბრი კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

    საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1385  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

       

      მუხლი 231. შეღავათების გავრცელების ვადა

     1. ამ კანონის მე-9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ამ კანონით დადგენილი შეღავათები გავრცელდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

    2. (ამოღებულია).

    საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 - სსმ I, №50 27.12.2000 წ., მუხ.147

    საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1302 - სსმ I, №4 05.03.2002 წ., მუხ.27

    საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

    საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1953 - სსმ I, №5 19.02.2003 წ., მუხ.30

    საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3219 - სსმ I, №33 31.12.2003 წ., მუხ.253

    საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №851 - სსმ I, №42 31.12.2004 წ., მუხ.224

    საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

    საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3290 - სსმ I, №24 29.06.2006 წ., მუხ.189

     

        მუხლი 24. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა

    1. ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

    2. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

    3. ვეტერანებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები.

    საქართველოს 1997 წლის 16  ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69

    საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1385  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.   

     

     მუხლი 241. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

    1. ამ მუხლის ამოქმედებიდან:

    ა) 10 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წესდება (დებულება);

    ბ) 10 დღის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი;

    გ) 30 დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

    დ) 30 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

    2. ამ მუხლის ამოქმედების დღიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

    3. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტის ფორმირებისათვის.

    საქართველოს 2013 წლის  29  ნოემბრის კანონი №1686  - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

     

        მუხლი 25. ამ კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათების გარდამავალი რეგულირება

    ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით , მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით , მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეღავათებში ცვლილებები განხორციელდეს „ სოციალური დახმარების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .

     

    საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

    ეს კანონი ამოქმედდეს მიღებისთანავე.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

    სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

     საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

    თბილისი,

    1995 წლის 17 ოქტომბერი.

    №811 Iს

     

    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.