ასოციაცია კავკასიის ვეტერანი.
ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 17.05.2024, 09:59

    - შემიძლია მოგახსენოთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ვეტერანთა ოჯახების მორალური და სოციალური დახმარება, ასევე, გარდაცვლილ მეომართა ოჯახებისა და იძულებით გადაადგილებულთა მხარდაჭერა. დახმარება იქნება აღმოჩენილი მედიკამენტებით, კვების პროდუქტებით, უფასო სამედიცინო მომსახურებითა და საქართველოს კურორტების საგზურების მიწოდებით.

    იდეა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და თანამედროვეა, მაგრამ, მის განსახორციელებლად საკმაოდ დიდი ფინანსებია საჭირო . გააჩნია თუ არა საამისო სახსრები ასოციაციას? ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი შეკითვა, რომელიც ბატონ ზურაბთან საუბრისას ძალაუნებურად წარმოიშვა.

    - ამ ეტაპზე ჩვენ ვსარგებლობთ მხოლოდ ბანკის ანგარიშით რომელზეც „0" ლარი და „0" თეთრია. როგორც ერთ-ერთმა ტელეცინიკოსმა აღნიშნა, ასეთი თანხა ვალუტის გაანგარიშებით უფრო შთამბეჭდავია. ასოციაციის ხელმძღვანელებს, კარგად გვესმის, რომ, რაც უნდა მიმზიდველი და სასიკეთო იყოს მიზნები, ფინანსების გარეშე მათი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდების, კერძო ბიზნესმენებისა და მეცენატების ნებაყოფლობითი შემოწირულობების იმედი გვაქვს.

    თქვენ ვერ მოასწარით შეკითხვა და თვითონ გეტყვით, რომ ჩვენი ვეტერანთა საზოგადოება კავკასიელ ვეტერანთა გაერთიანების გზით ეცდება, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

    ასოციაციას სურს, მოაწყოს შეხვედრები კავკასიასა თუ სხვა რეგიონებში მოსწავლეებთან, სტუდენტებთან , სხვადასხვა ეროვნებისა თუ რელიგიის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანი იქნება, აღვზარდოთ მომავალი თაობა სამშობლოს სიყვარულითა და მზადყოფნით, რომ საჭიროების შემთხვევაში საკუთარ ქვეყანას იარაღით დაიცავენ. ამის გაკეთებას საკუთარი საომარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვეტერანები კარგად შეძლებენ.

    გასაგებია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მიზნების განხორციელებას ასოციაცია დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, მითუმეტეს, როდესაც ამ გეგმის განხორციელება მოიცავს მთელს კავკაისას.

    - როგორ აპირებთ ამ საკითხებთან გამკლავებას, ბატონო ზურაბ?

    - თავდაპირველად ღირდა, აღგვენიშნა, რომ ასოციაციაში გაერთიანებულია 10 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი , ჩრდილოეთ ოსეთი , ყაბარდო-ბალყარეთი , ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ადიღეის რესპუბლიკა. აქვე აღვნიშავ, რომ ასოციაციაში შეუძლიათ გაწევრდნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებიც და ინტერნაციონალური ომის ჯარისკაცებიც. ასევე, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მათთან, ვინც გაიზიარებს და ატარებს იმ პასუხისმგებლობის ტვირთს, რაც აღნიშნულია ასოციაციის პრიორიტეტებში.

    გაწევრების დამატებით სტიმულად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ასოციაცია მზად არის, საკუთარ თავზე აიღოს ვეტერანთა უფლებების დაცვა სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებსა თუ არბიტრაჟებში.

    ასოციაციის პროგრამაში „კავკასიის ვეტერანები" აღმოვაჩინე ჩანაწერი, რომ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მიიჩნევენ მთელი კავკასიის რეგიონის ხალხთა კონსოლიდაციას, კავკასიაში სახელმწიფოთა განმტკიცებას, რომელიც ორგანიზებულია დემოკრატიულ პრინციპებზე.

    ორგანიზაცია შეეცდება, მის რიგებში გააერთიანოს წარსულში ცნობილი კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლები, ასევე, იურისტები და უფლებათა დამცველები, რელიგიური მოღვაწეები, რათა მათი მეშვეობითა და პირდაპირი ჩართვით საკუთარ თავზე აიღოს ვეტერანთა დაცვა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

    ორგანიზაციის ყველა ჩანაფიქრისა და მიზნის ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. მათ შესახებ საქინფორმს მათი განხორციელების შემდგობ შევატყობინებთ. თუმცა ზოგიერთ საკითხს ახლაც გავახმიანებ, მაგალითად, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ასოციაცია იმედოვნებს უახლოეს მომავალში საპატრიარქოსთან თანამშრომლობას. ერთ-ერთ ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გამოთქვა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მზადყოფნა,   გადასცეს მის დაქვემდებარებაში მყოფი მიწები ცალკეულ ოჯახებს ან ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც იმუშავებენ მასზე და უზრუნველყოფენ საკუთარ თავს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით.

    ვეტერანებს აღნიშნული წინადადება ძალიან მოეწონათ. მათ შეუძლიათ ამ მიწებზე მუშაობით შექმნან მცირე მეურნეობა, რომლითაც გამოკვებავენ საკუთარ ოჯახებს და დაეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ამას საჭიროებენ.

    ვეტერანებსაც აქვთ შეთავაზება ეკლესიის მსახურთათვის. მათ შეუძლიათ, საკუთარ რიგებში შექმნან მცირე ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება ეკლესიებს დასუფთავების, სარემონტო, დაცვისა და სხვადასხვა სამუშაოების შესრულებაში. დარწმუნებული ვართ პატრიარქი არ დარჩება გულგრილი ამ შეთავაზებისადმი. ამ ყველაფრის მოყოლის დროს თავში მაიაკოვსკი წამომიტივტივდა. გახსოვთ? «Я планов наших люблю громадье, размаха шаги саженьи...».

    იციან თუ არა რამე კავკასიელმა კოლეგებმა ქართველი ვეტერანების მიზნების შესახებ? ამ კითხვაზეც გვიპასუხა ბატონმა ზურაბმა:

    - გლობალიზაციას ერთი ფრიად კარგი რამ აქვს - ინტერნეტი, რომლის დახმარებითაც გვაქვს ურთიერთობა მათთან. პრინციპულ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. პირადი შეხვედრების დროს კი მოვილაპარაკებთ სტრატეგიული ქმედებების დეტალებზე. უკვე შევიმუშავეთ ჩვენი ასოციაციის გერბისა და დროშის სასიგნალო ვარიანტი. ახლახან ჩვენი ორგანიზაცია დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

    გვაქვს, ასევე, მედალი „კავკასიელ ხალხთა მეგობრობა" I და II დონის. ამ მედლით დავაჯილდოვებთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში.

    საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ შევაჯამებთ იმ მიზნებს, რომლებიც დაისახა ამ ასოციაციამ: ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით ხელი შეუწყოს მეგობრობის ხიდების შენებას მთელი კავკასიის ომის ვეტერანთა შორის და, რაც მთავარია, ჩართოს ამ საქმეში ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები.

    როგორც ამბობენ, უფალი დაგეხმარებათ, წარმატებებს გისურვებთ, გამოცდილო ჯარისკაცებო!

    სპეციალურად საქინფორმისთვის

    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.