რუბრიკა: საზღვარგარეთ მყოფი დევნილ-ემიგრანტთა, მოგონებები, მოთხრომები. ჩვენ ვაგროებთ დევნილ-ემიგრანტთა მოგონებებს, მოთხრობებს. გთავაზობთ გამოაგზავნოთ თქვენი მოგონებები, მოთხრომები. რომლებიც გამოქვეყნდება ვებგვერდზე. სურვილის შემთხვევაში ფსევდონიმით. გთხოვთ ტექსტი გამოაგზავნოთ კორექტირებული. ვორდის ფაელით. ელ.ფოსტა: multina@mail.ru | |
აი, უკვე ათი
წელიწადი მიილია,
რაც შენს
მადლიან მიწაზე
ფეხი აღარ
დამიდგამს. სიზმარივით
მახსოვს შენთან
განშორება, თვითმფრინავის
ფრთის ქვეშ
მცირე ხნით
გაელვებული კავკასიონის
ჭაღარა შუბლი
და ნაფლეთ-ლეგა ღრუბლებს
მიღმა ჩაკარგული
ჩემი მიწა-წყალი. იმ
მერცხალივით გაგიფრინდი,
გაზაფხულზე უკან
დაბრუნებას რომ
იმედოვნებდა... |